რეგისტრაცია

“გილოცავ მიყვარხარ..” – ხვიჩა კვარაცხელია იუბილარია როგორ ულოცავს ნიცა თავაძე მეუღლეს დაბადების დღეს

12 Feb 2024, 23:10

 

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია დღეს იუ­ბი­ლა­რია. ქარ­თვე­ლი ფე­ნო­მე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლი 23 წლის "მი­ლა­ნი" - "ნა­პო­ლის" წუ­ხან­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას გახ­და, რო­მე­ლიც ხვი­ჩას გუნ­დმა 1:0-ით წა­ა­გო.

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­კუ­თარ გუნდში გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, თუმ­ცა თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი მხარს ნაკ­ლე­ბად უბამ­დნენ.

"კვა­რამ" რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ში ტექ­ნი­კის დე­მონ­სტრი­რე­ბაც შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ის მუდ­მი­ვად თა­მა­შის გამ­წვა­ვე­ბა­ზე ფიქ­რობ­და.

"ნა­პო­ლის" 77-ე ნო­მერ­მა შარ­შან­დე­ლი და­ბა­დე­ბის დღე გო­ლით აღ­ნიშ­ნა, ახლა კი ასე არ გა­მო­ვი­და.

სამ­წუ­ხა­როდ, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში "ნა­პო­ლის" ძლი­ერ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­თან არა­ფე­რი გა­მოს­დის...

"კვა­რას" სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ულო­ცავს. "ინ­სტაგ­რამ­ზე" მისი ფო­ტოც გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც ხვი­ჩას მე­უღ­ლემ, ნიცა თა­ვა­ძემ გა­მო­აქ­ვეყ­ნა... ნიცა ასე­ვე მათ ერ­თობ­ლივ ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს, წარ­წე­რით: "გი­ლო­ცავ, მიყ­ვარ­ხარ".

აგრეთვე იხილეთ: