(ფოტოები) “ქალი ფანჯრიდან გაისროლა და… იმდენად ძლიერი იყო რომ ყველაფერი დაინგრა…” – უმძიმესი ინფორმაცია ახალხანს გავრცელდა

ვაზისუბანში, სადაც, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალი აფეთქების დროს ფანჯრიდან გადავარდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანება და ბიძგები იგრძნობოდა.
„მიწისძვრა მეგონა, ისე შეზანზარდა ყველაფერი, გაზი იყო გათიშული, პატრონს ჩართული დარჩა ალბათ", - ამბობს ადგილობრივი.
„ისეთი დარტყმა იყო, ქალი, აფეთქების დროს, ფანჯრიდან გადავარდა..." - წერს კიდევ ერთი თვითმხილველი.

