რეგისტრაცია

ამ წუთებში ბევრისთვის სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება: “გილოცავთ მიშას მომხრეებს, როგორც იქნა მიზანი მიღწეულია…”

28 Oct 2023, 11:34

ვალერიან გელბახიანი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ექსპრეზიდენტს სასჯელს გადაუვადებენ, ამის შესახებ ადვოკატი  „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის მომხრეები ერთმანეთს ულოცავენ ამ ფაქტს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, სასჯელის გადავადების შემდეგ, განიხილება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა გერმანიასა და შვეიცარიაში.


„იმდენად მყარია სამართლებრივი პოზიცია,  მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებენ, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრი საქმე მქონია ანალოგიური: როდესაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, სასამართლოს მიერ მოთხოვნა ყოველთვის კმაყოფილდება ხოლმე, მიუხედავად იმისა, ვინ არის და რა პოლიტიკური წარსული აქვს ადამიანს. მე ამ განცხადებას არ ვაკეთებ მთავრობასთან შეთანხმებით. ეს განცხადება არის სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე“, – განაცხადა გელბახიანმა.
ამასთან, როგორც როგორც გელბახიანმა გვითხრა, საუბარია მიხეილ სააკაშვილისთვის ერთი წლით სასჯელის გადავადებაზე.

აგრეთვე იხილეთ: