რეგისტრაცია

VIDEO:"15 წელი თავი მტკიოდა და 13 სიმსივნე მქონდა თავში" - მამა გაბრიელის სასწაულით გადარჩენილი ადამიანი

26 Nov 2023, 21:41

VIDEO:"15 წელი თავი მტკიოდა და 13 სიმსივნე მქონდა თავში" -  მამა გაბრიელის სასწაულით გადარჩენილი ადამიანი

ნონა გოგოლაური გადაცემაში “ ერთი ამბავი” საუბრობს, რომ მამა გაბრიელის დამსახურებაა დღეს ის ფეხზე რომ დგას.

„15 წელი მტკიოდა თავი, გადავიღე სურათი და 13 ცალი სიმსივნე იყო თავის ტვინში მიმოფანტული. მეუბნებოდნენ, რომ წავსულიყავი საზღვარგარეთ, რადგან აქ ვერავინ მიშველიდა. ბელგიაში წავედი, დამეწყო ტკივილები და კლინიკაში გადამიყვანეს. შემდეგ ჩემი მდგომარეობა დამძიმდა და ვეღარ გავიარე. ეს ამბავი 7 წლის წინ მოხდა, წელს ქვემოთ მოვწყდი, 6 თვე ვიჯექი ეტლში. ჩემი მეგობრები მივლიდნენ“, - ამბობს ნონა.

„ერთადერთხელ ვკითხე უფალს, რა დაგიშავე მეთქი. იმ ღამეს გამოცხადებასავით მქონდა, მამა გაბრიელი მკიდებს ხელს, მაყენებს კრესლოდან და მივყავარ რკინის სცენაზე. წინ იდგნენ სასულიერო პირები და მამა გაბრიელმა ხელები მაღლა აღაპყრო ზემოთ და ორი გზა მიჩვენა. რამდენიმე დღის შემდეგ ვიგრძენი, რომ მარჯვენა ფეხში სითბო ჩაიღვარა, შემდეგ მეორე ფეხშიც. ეს ნამდვილი სასწაული იყო, ვერ ავხსნი ამ ემოციას“,- გვიამბობს ნონა გოგოლაური.

მისი თქმით, გადარჩენის შანსები, როგორც ექიმებმა თქვეს საერთოდ არიყო.

აგრეთვე იხილეთ: