რეგისტრაცია

"ამას არავინ იზავდა, გაჩერებაზე ერთი გოგო მოვიდა ჩემთან და მითხრა: ძალიან მეჩქარება, ნახევარ საათში ჩემი მეგობარი მოვა, 100 ლარიანს დაგიტოვებ და მიეციო… იცით მე რა გავაკეთე?

20 Dec 2023, 23:22

image

“ახლა ვერ მოვნიშნავ იმ ჩემს დიდი ხნის მეგობარს, მაგრამ რომ წაიკითხავს, თავად დააკომენტარებს, ალბათ… მოკლედ, კაი 15 წლის წინ, წერეთელზე რომ ვცხოვრობდი, ეკა სტუმრად მოვიდა, მაგრამ სახლში არ დავხვდი… კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი, ლელა უნდა მოსულიყო, რომლისთვისაც ეკას ფული ჰქონდა მისაცემი…

მე ცოტა მაგვიანდებოდა, ლელამაც მოსვლა დააგვიანა, ეკა წასასვლელი იყო, ეჩქარებოდა…
იდგა გაჩერებაზე და რა გაეკეთებინა, არ იცოდა…

ტელეფონზე შეეხმიანა და ლელამ უთხრა, – ნახევარი საათი მაგვიანდებაო… მოკლედ, ეკამ მიიხედ-მოიხედა, იქვე, გაჩერებასთან, შენობის კუთხეში ტიპი იყო ჩაცუცქული…
– აქ დიდხანს იქნებიო? – ჰკითხა ეკამ…
ძალიან ალალი და მიამიტი გოგოა ეს ჩემი მეგობარი (დედით სვანია)… სიკეთით სავსე… ვერც წარმოუდგენია, რომ შეიძლება, ვინმემ ბოროტება გააკეთოს… ტასოს ვეძახდით, ბატი ტასიკოსთან მსგავსების გამო.
– ვა, რატო მეკითხები, ტო? – გაუკვირდა იმ ტიპს…

აგრეთვე იხილეთ: