რეგისტრაცია

მძიმე ავარია ხობში - არის მსხვერპლი, დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ...

22 Dec 2023, 12:54

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

აგრეთვე იხილეთ: