რეგისტრაცია

„მოემზადეთ, ეს ორი ნიშანია მთავარი ფავორიტი“ - ვისთვის იქნება 2024 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?

07 Jan 2024, 22:55

image

ახალი 2024 წლის დადგომამდე ცოტა დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა გავიგოთ, რას მოგვიტანს დრაკონის წელი. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემა „პოსტ ალიონს“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2024 წელი იღბლიანი?

როგორც ცაგარელი განმარტავს, მომავალი ახალი წელი მწვანე ხის ნიშნის წელიწადია - რომელიც (მწვანე) სიყვარულისა და (ხე) ზრდის ნიშანია.

 ცაგარელის განცხადებით, 2024 წელი კაცობრიობისთვის გარდატეხის წელიწადი იქნება.

ვერძი

მომავალი ახალი 2024 წელი საკმაოდ კარგი და აქტიურია, წლის პირველი ნახევარი ივნისის შუა რიცხვებამდე იქნება მისთვის პერიოდი, როდესაც აქვს ფინანსური წარმატება, კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ივნისის შუა რიცხვებიდან კი მრავალფეროვანი კონტაქტების და შეხვედრების პერიოდია, რაც ახალ ცოდნას და ზრდის საშუალებას მისცემს მას. თუ არის ჩართული ჟურნალისტიკაში, ტურიზმსა და სარეკლამო სფეროში - მაღალია ამ სფეროში წარმატების შანსი. 

კურო

მომავალ წელს ორი ფავორიტი გვყავს და ერთ-ერთია კუროა, რომელიც ივნისის შუა რიცხვებამდე იქნება ფავორიტი, ივნისის შუა რიცხვებიდან კი ტყუპები. მოემზადეთ, ეს ორი ნიშანია მთავარი ფავორიტი. პირველი ნახევარი მისთვის მნიშვნელოვანია, კომპლექსების და შეზღუდვების მოხსნისთვის. ამ პერიოდში მთავარი საკითხია ის, რომ, კარგი დროა გამრავლებისთვის. საზოგადოებრივი აღიარების საშუალება ეძლევა. მეორე ნახევარში კი კარგი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის.

ტყუპები

მთავარი რა მოგეთხოვებათ ახლა თქვენ? - მოთმინება და ენაზე კბილის დაჭერა. პირველ ნახევარში, ივნისამდე გაქვთ საშუალება მოაგროვოთ ნაცნობობა და შემდგომ მათთან განახორციელოთ პროექტები და თანამშრომლობა. იღბალი მოგემატებათ, რომ თქვენი მომზადებული იდეები განახორციელოთ. წარმატების შანსია არნახული, რომელიც თითქმის მთელი ერთი წელი გაგრძელდება. 

კირჩხიბი

ამოსნუთქვის პერიოდი აქვს. წლის პირველი ნახევარი ხელს უწყობს ახალ ნაცნობობას და ურთიერთობები დამყარების კუთხით, დაიწყოს ახალი ბიზნესი. მეორე ნახევარი კი ცხოვრებაში სიახლეების შემოსატანად საუკეთესო დროა, რომ დასახული მიზნებიც განახორციელოს და ოჯახური ამბები მოაგვაროს.

აგრეთვე იხილეთ: