რეგისტრაცია

"ადამიანის ჩაგვრას ვერ დავუჭერ მხარს, ამის გამო, ვითომ დამსაჯეს... ლგბტ ხალ­ხი თუ არ მოგ­წონს, ეს იმას კი არ ნიშ­ნავს რომ უნდა და­ჩაგ­რო. წლებია ვიხვეწები, რომ პატრიარქს შემახვედრონ... არ მახვედრებენ" - რატომ აღარ გალობს თამრიკო ჭოხონელიძე

08 Jan 2024, 16:40

"უგუ­ნუ­რი ფრა­ზა გაჟ­ღერ­და, თამ­რი­კო მგა­ლო­ბე­ლი არ არი­სო. აბა, ვინც გა­ლობს, რე­პე­რია?" - თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ "TV პირ­ვე­ლის" ეთერ­ში კი­დევ ერთხელ ილა­პა­რა­კა, თუ რა­ტომ აღარ გა­ლობს წლე­ბია სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე:

"ალ­ბათ მე უფრო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი, ვიდ­რე მათ. მე რო­გორ უნდა დამ­სა­ჯონ, რომ გა­ლო­ბა ამიკ­რძა­ლონ... სახ­ლში ვგა­ლობ. არც ამ­პარ­ტავ­ნე­ბა მა­ლა­პა­რა­კებს და არც ხიბლში ვარ. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნის ჩაგ­ვრას რომ ვერ და­ვუ­ჭი­რე მხა­რი, ეს გახ­და სა­ბა­ბი, თურ­მე თამ­რი­კო პრო­პა­გან­დას ეწე­ვა. ლა­პა­რა­კია იმ პე­რი­ოდ­ზე, რო­დე­საც 17 მა­ი­სის ღო­ნის­ძე­ბის დროს და­ი­ნიშ­ნა ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღე. მე ვთქვი, რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ლგბტ ხალ­ხი თუ არ მოგ­წონს, ეს იმას კი არ ნიშ­ნავს რომ უნდა და­ჩაგ­რო.

აგრეთვე იხილეთ: