“იაკატზე იწვა ქეთი და ზემოდან ნაჭერი ეფარა,რომ შევიხედე დავინახე..” – ნახეთ რა ჩვენებას იძლევა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის მამა
ქმრის მიერ მოკლული ქეთი ედიბერიძე მშობლიურ დმანისში დღეს დაკრძალეს. ის ქმარმა რამდენიმე დღის წინ ძილში, ცივი იარაღით მოკლა.
მკვლელობა თბილისში სამშაბათს მოხდა. ცოლ-ქმარი დედაქალაქში ორშაბათს ჩავიდა, რათა ბავშვისთვის გეგმური აცრა ჩაეტარებინათ. ამის შემდეგ ვარკეთილში, ედიბერიძის ქმრის, გიორგი კავლელაშვილის მამის სახლში წავიდნენ.მკვლელობას სწორედ ბრალდებულის მამა შეესწრო. რა მოხდა ზუსტად არავინ იცის.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცოლის დაჭრის შემდეგ დაზიანებები კავლელიშვილმა თავადაც მიიყენა.ირკვევა, რომ ქეთი ედიბერიძე კავლელაშვილის მეორე ცოლი იყო. პირველ ცოლთან ბრალდებულს ორი შვილი ჰყავს, რომლებისთვისაც მამობა თითქმის არ გაუწევია.რა წერია ბრალდებულის მამის, ოთარ კავლელაშვილის ჩვენებაში: