რეგისტრაცია

"ბულინგმა სულიერად უფრო გამაძლიერა... ცხოვრების მადლობელი ვარ, განვლილ ყოველ წამს და წუთს ვაფასებ" - თედო ბექაური ოჯახზე, ცხოვრებასა და გამარჯვებაზე

16 Jan 2024, 14:33

თედო ბე­ქა­უ­რის ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა 10 წლის ასაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვი­და, რო­დე­საც რე­ჟი­სორმა გი­ორ­გი ოვაშ­ვილ­მა ის თა­ვი­სი ფილ­მის­თვის "გაღ­მა ნა­პი­რი“ აღ­მო­ა­ჩი­ნა და მთა­ვა­რი რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად შე­არ­ჩია... ამ როლ­მა პა­ტა­რა მსა­ხი­ობს დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა - რად­გან და­კის­რე­ბულ ამო­ცა­ნას თავი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა. "გაღ­მა ნა­პი­რით“ თედო არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე გა­იც­ნეს...

მერე კი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ბი­ჭის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წა­რი­მარ­თა... კი­დევ 2 ფილმში ითა­მა­შა, თუმ­ცა მი­სით მე­ტად კი­ნო­ში აღარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლან. რო­გორ ცხოვ­რობ­და მთე­ლი ეს წლე­ბი, ამა­ზე ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია - თე­დომ მე­გა­შოუ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ მე-12 სე­ზო­ნი მო­ი­გო. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მან მე­წყვი­ლე ანნა ბირ­თვე­ლიშ­ვილ­თან ერ­თად და­ი­კა­ვა. გა­მარ­ჯვე­ბულს მთა­ვა­რი პრი­ზი - ბინა ბა­კუ­რი­ან­ში ერგო. თედო ბე­ქა­უ­რის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ახლა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­ღაც ხდე­ბა...

- თედო, გა­მარ­ჯვე­ბას გი­ლო­ცავ. ფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა, ვერ მო­გე­გო?

აგრეთვე იხილეთ: