რეგისტრაცია

“პური 10 ლარი, ხაჭაპური 40-45 ლარი, სკიპასი – 70 ლარი…გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ყავს!” – რა ინფორმაცია ვრცელდება სოც. ქსელში

18 Jan 2024, 15:51

სოციალურ ქსელში facebook-ანგარიში „Pilots Pilotebi“ პოსტს აქვეყნებს, რომელიც გუდაურში არსებულ ფასებს შეეხება.

„გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:

კვების ობიექტები:
– 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
– ხაჭაპური – 40-45 ლარი
– ცეზარის სალათა – 40-47 ლარი
– მწვადი – 4 ნაჭერი – 18-30 ლარი
– 30 ხინკალი – 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)
– ბურგერებიბ- 35-60 ლარი
– Dankins ყავა კარამელ მაკიატო – 18 ლარი
– დესერტი – 2 ცერა თითისოდენა სუფლე – 22 ლარი
– ვაშლის შტრუდელი – 29 ლარი
– პიცა პეპერონი – 43 ლარი
– ნაყინი – 18 ლარი
+18% მომსახურების…
სხვადასხვა;
– სკიპასი – 70 ლარი 1 დალოცვილი დღე
– ბასეინი/სპა 1 შესვლა -120 ლარი (მოცუცნული 15 მეტრიანი საჭყუმპალაო და არა ბასეინი)
– აეროპორტიდან ტრანსფერი გუდაურამდე – 280 ლარი (შედარებისთვის Yandex იგივე კლასის მანქანით – 133 ლ)
შიდა ტაქსი გუდაურში 20 ლარიდან ზემოდ
და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს…
მომილოცავს გა-ფრენა ქართველებო, ჩამოვფრინდით, რადგან გუდაურს დღეს ტურისტი აღარ ყავს! და მინდა შეგახსენოთ, რომ მაღალი შემოსავლების მქონე ტურისტული სეგმენტი იგივე ხარჯით ხარისხიან ალპებში ისვენებს, სადაც საფეხმავალო ბილიკებიცაა, შიდა საზოგადო ტრანსპორტიც, დასუფთავებაც, საბავშვო რეკრიაციული ზონები, კინოთეატრებიც და საახალწლო განწყობაც ზოგადად“, – აღნიშნულია პოსტში.

აგრეთვე იხილეთ: