რეგისტრაცია

ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე კაცი გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი

19 Jan 2024, 20:13

ბაკურიანში დღეს ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. სავარაუდოდ შემთხვევა სრიალის დროს მოხდა, დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათივე ცნობით კაცი ადგილობრივი არ არის.

რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა ჯერ-ჯერობით უცნობია. ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს დეტალების გარკვევას. განახლებულ ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აგრეთვე იხილეთ: