რეგისტრაცია

საშინელი ტრაგედი! ჩამოვარდა თვითმფრიავი რომელსაც 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა

24 Jan 2024, 14:00

ტრაგედია ბელგოროდში:"ჩამოვარდა ილ-76, რომელსაც 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა" - რუსული მხარე

რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ტელეგრამის“ არხები ავრცელებს.

სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ილ-76-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვიც ადასტურებს.

„ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში. ახლა ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. საკუთარი სამუშაო განრიგი შევცვალე და შემთხვევის ადგილზე მივედი. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც დაადასტურა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ილ-76-ს 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა, რომელიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ.

აგრეთვე იხილეთ: