თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემზარავი ვიდეო კადრები‼️ ყველა დაიღუპა - ახალი დეტალები ბელგოროდში ილ-76-ის ჩამოვარდნაზე, რომლის ბორტზეც 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა

ბელგოროდში ჩამოვარდნილი ილ-76-ის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. .
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.
ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
უკრაინული მაუწყებლის, Suspilne-ს ცნობით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაში უკრაინის თავდაცვის ძალების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.