რეგისტრაცია

შევე*ი ბიძინას, შევე*ი ქოცებს" – ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა

08 Feb 2024, 01:18

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა.

"შევე*ი ბიძინას, შევე*ი ქოცებს" - თქვა ფერაძემ ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობის დატოვების შემდეგ.

აქტივისტ ნატა ფერაძეს სამებაში მატრონას სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმისთვის 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თებერვალს შეუფარდეს და იმავე დღეს საკუთარ სახლში დააკავეს. საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ფერაძემ დაკავებამდე თქვა, რომ მის მიმართ 5-დღიანი პატიმრობის გამოყენებით რადიკალების, ორკების მოთხოვნა შეასრულეს.

აგრეთვე იხილეთ: