რეგისტრაცია

ფორთოხლის კანი სანაგვეში აღარ გადაყაროთ. გასწავლით მისგან უგემრიელესი ტკბილეულობის მომზადებას!

11 Feb 2024, 22:46

მიირთვით არომატული და წვნიანი ფორთოხალი და ქერქისგან მოამზადეთ საოცარად გემრიელი ცუკატები. ცუკატები შეგიძლიათ მიირთვათ ჩაისთან ერთად ან გამოიყენოთ კექსების, მაფნებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად.

დაგჭირდებათ:

  • 4-5 ცალი ფორთოხლის ქერქი
  • შაქარი 2,5 ჩ. ჭ.
  • წყალი 2 ჩ. ჭ.

მომზადების წესი:

  1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ, გაფცქვენით, ქერქს თხლად ააჭერით თეთრი ფენა და დაჭერით გრძივ ზოლებად.
  2. იმისათვის, რომ ქერქს სიმწარე გამოაცალოთ, დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ რამდენიმე საათი ან დატოვეთ მთელი დღე-ღამე. შიგადაშიგ წყალი გამოუცვალეთ ხოლმე.
  3. შაქარს დაასხით 2 ჭიქა წყალი, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  4. ადუღებულ სიროფში ჩაყარეთ ფორთოხლის ქერქი და ადუღეთ 30 წუთი. შეამოწმეთ ქერქი დარბილდა თუ არა და საჭიროების შემთხვევაში გაახანგრძლივეთ ხარშვის დრო.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  6. ცოტა შაქარი და დარიჩინი (თქვენი გემოვნებით) აურეით.
  7. ქერქი ამოიღეთ სიროფიდან, დაწრიტეთ, ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის ნარევში და გაანაწილეთ ფორმაზე.
  8. ცუკატები გამოსაშრობად შედეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში.
  9. ცუკატები კარგად ინახება მინის ქილაში.

შეგიძლიათ ცუკატები ამოავლოთ გამდნარ შოკოლადში და თქვენი ხელით მოამზადოთ გემრიელი კანფეტი.

მიირთვით და ისიამოვნეთ!

აგრეთვე იხილეთ: