რეგისტრაცია

თქვენი ოთახის მცენარეები უსიცოცხლოდ გამოიყურებიან ან გახმობის პირას იმყოფებიან? უბრალო დარიჩინი ყველაფერს შცვლის

03 Feb 2024, 12:04

ოთახის მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება. მათი ზრდისა და ყვავილობის სტიმულირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ქიმიური, ისე ხალხური საშუალებები. გირჩევთ, უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭოთ. თუ გსურთ, გქონდეთ ულამაზესი ყვავილები, თვალი და გული გაიხაროთ მათი ყვავილობითა და სიმწვანით, მოსავლელად აქტიურად გამოიყენეთ დარიჩინი.

შემოგთავაზებთ მცირე ინფორმაციას დარიჩინის სარგებლის შესახებ და გაგიზიარებთ ხსნარის მომზადების წესს, რომელიც თქვენი ქოთნის ყვავილების უებარი მკურნალია.

  • დარიჩინის ანტიბაქტერიული თვისებების საშუალებით აიცილებთ და შეანელებთ დაზიანებისა და ინფექციის გავრცელების პროცესს. გასხვლის შემდეგ მცენარეს,  მოჭრილ ადგილებზე, მიასხურეთ დრიჩინიანი ხსნარი (მომზადების წესს ქვემოთ შემოგთავაზებთ).
  • დარიჩინს იყენებენ სოკოვანი ინფექციებისა და ობის წინააღმდეგ. დაზიანებული მცენარის ფესვებს მოაყარეთ დაფქული დარიჩინი. არ დაიშუროთ სანელებელი თქვენი საყვარელი ყვავილის გადასარჩენად.
  • მცენარის ფოთლებსა და ღეროს მიასხურეთ 1 ჩ. კ. დარიჩინითა და ნახევარი ლ წყლით მომზადებული ხსნარი. მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ნარევი გააჩერეთ 1 დღე-ღამე. შემდეგ გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და ყოველ დღე მიასხურეთ დაზიანებულ ადგილებს.
  • ჭიანჭველები და ქინქლები ვერ იტანენ დარიჩინის სუნს. თუ გსურთ, რომ თავი დააღწიოთ ამ პატარა მავნებლებს, მცენარის ფესვებს მოაყარეთ დაფქული დარიჩინი. სანელებელი აბსოლიტურად უსაფრთხოა მცენარის ჯანმრთელობისთვის.
  • დარიჩინი ხელს უწყობს დაფესვიანებასა და ზრდას

პატარა ყლორტის დასაფესვიანებლად საუკეთესო საშუალებაა დარიჩინიანი ხსნარი. ქილაში ჩაასხით ნახევარი ლ წყალი. მასში გახსენით 1 აბი დაფშვნილი ასპირინი და 1 ჩ. კ. დაფქული დარიჩინი. ქილას დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით მარლის საშუალებით გადაწურეთ და ხსნარში ჩააწყვეთ კალმები. გასამრავლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღეროს ან კენწეროს, ან ფოთლის კალმები. კალმები ხსნარში რამდენიმე საათით გააჩერეთ. შემდეგ ამოიღეთ და ჩარგეთ მიწაში. მცენარე სწრაფად და მარტივად გამოიღებს ფესვებს.

გირჩევთ, ოთახის მცენარეების სამკურნალოდ გამოიყენოთ  თქვენი ხელით დაფქული დარიჩინის ჩხირები.

აგრეთვე იხილეთ: