რეგისტრაცია

მკითხაობა რიცხვებით: ამოირჩიეთ, დააკომენტარეთ და გაიგეთ

15 Feb 2024, 22:53

ხან ისე ხდება, რომ რაღაც ბიძგი, რჩევა გვესაჭიროება ან უბრალოდ, საკუთარი ძალების საკმარისად არ გვწამს. გვინდა, რომ პრობლემაზე ვინმეს ვესაუბროდ, აზრი ვკითხოთ… მართალია, ამ სტატიაში ყველა კითხვაზე პასუხი არ არის. მაგრამ, თუ საკუთარ სიტუაციას გაანალიზებთ, სურვილს ჩაიფიქრებთ და ამოირჩევთ რომელიმე რიცხვს, 1-დან – 28-ს ჩათვლით, თქვენთვის საინტერესო კითხვაზე, პასუხს მიიღებთ.

მაშ, ასე…image

1. ისესეთი შეგრძნება გაქვთ, რომ ჩაკეტილ წრეში მოხვდით, საიდანაც გამოსავალი არ არის. მაგრამ, ცოტა მოითმინეთ. ყველაფერი კარგად იქნება.

2. აჩქარება საჭირო არ არის. ყველაფერი თავის დროზე მოვა.

3. სხვებს ნუ უსმენთ და შეწყვიტეთ სტერეოტიპული აზროვნება. უმჯობესია საკუთარ გულს მიენდოთ და მისი კარნახით იმოქმედოთ.

4. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ არსებობს. სულ ცოტა ძალისხმევა და ყველაფერი გამოვა.

5. უფრო მეტი უნდა იფიქროთ საკუთარ თავზე და სურვილებზე. იღბალი აუცილებლად გეწვევათ, თუ პრიორიტეტების განსაზღვრას შეძლებთ.

6. საკუთარი ძალების რწმენა გქონდეთ და ყველაფერი გამოგივათ. სურვილი სულ მალე შეგისრულდებათ.

7. დაბნეული ხართ? ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე გჭირდებათ, – დასვენებაა, თუნდაც ცოტა ხნით. და გადაწყვეტილება თავად მოვა თქვენთან.

8. არც ისე მარტო ხართ, როგორც გგონიათ. სურვილის ასრულებაში ნაცნობ-მეგობრები დაგეხმარებიან.

9. საკუთარ სურვილებს, ძალიან ხშირად, II ადგილზე აყენებთ. ამას თუ აღარ გააკეთებთ, ცხოვრებაში ყველაფერი კარგად აგეწყობათ.

10. ცოტა მოთმინება და ძალისხმევის გამოჩენა გმართებთ. სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელით.

აგრეთვე იხილეთ: