⭕ მანქანები ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ – საზარელი ავარიის ახალი დეტალბი, რომელსაც 2 ქვეითი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ქვეითი ემსხვერპლა, ავტომობილების ერთმანეთთან შეჯიბრებამ გამოიწვია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ავტომობილების საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. სისწრაფეშჯ შეჯიბრების დროს, ერთ-ერთი მათგანი ქვეითებს დაეჯახა, რის შემდეგაც მეორე მძღოლმა ვერ დაამუხრუჭა და ისიც მათ დაეჯახა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.