რეგისტრაცია

,,ეს 22 წლის ბიჭი მე-5 წელია მეეზოვედ მუშაობს - არც ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს..." - გოგა ჩანადირი

21 Feb 2023, 13:33

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში 22 წლის ბადრი ჭუმბურიძის შესახებ წერს, რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს.

გოგა ჩანადირი ახალგაზრდას საჯარო მადლობას უხდის.

,,ეს 22 წლის ბადრი ჭუმბურიძეა.
უკვე მე-5 წელია თბილისში მეეზოვედ მუშაობს.
დედაენის ბაღი რომ სუფთაა, მისი დამსახურებაც არის.

მხოლოდ ხელფასი არ ყოფილა მიზეზი მეეზოვედ მუშაობა რომ დაეწყო.
რომ ვხედავდი, ხალხი ნაგავს ყრიდა, გადავწყვიტე, მე დამესუფთავებინაო - მეუბნება ბადრი.

სამაგალითო ბიჭია. არც მუშაობა ეუხერხულება, არც აუგად მოიხსენიებს ნაგვის დამყრელებს. ყოველდღე ასუფთავებს ჩვენს ქუჩებს.

დიდი მადლობა, ბადრი!", - წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

აგრეთვე იხილეთ: