რეგისტრაცია

როდესაც მამამ გაიგო, თუ რას ასწავლიდნენ მის 7 წლის გოგონას სკოლაში, კინაღამ სირცხვილით დაიწვა და ლამის ჭკუიდან გადავიდა..

01 Feb 2023, 22:49

ხშირად უფროსები ვერ უგებენ ბავშვებს ხშირად უფროსები ვერ უგებენ ბავშვებს. წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გამო, ზოგჯერ, სხვა რაკურსით ვუყურებთ მოვლენებს. დღევანდელი ამბის გმირიც მსგავსი გაუგებრობის მსხვერპლი გახდა. “ერთხელ საღამოს სახლში დაბრუნებული მშვიდად ჩავეშვი სავარძელში მოსასვენებლად. მეუღლე ვახშმის კეთებას ამთავრებდა, მე კი გადავწყვიტე, ჩემს 7 წლის გოგონას გავსაუბრებოდი.



ვკითხე, იყო თუ არა რაიმე სიახლე სკოლაში? მანაც სიხარულით დაიწყო: ჯერ ის მითხრა, რომ სწავლობდნენ ლამაზად წერას, მერე გადმომიღო მათემეტიკის რვეული… ვაღიარებ, ძალიან დაღლილი ვიყავი და ზერელედ ვუსმენდი. მაგრამ ცოტა ხანში ბავშვის მონათხრობმა გამაოგნა. “დღეს მასწავლებელმა გვითხრა, თუ რით განსხვავდებიან ბიჭები გოგონებისაგან! შენ იცი რით განსხვავდებიან?” – მკითხა ბავშვმა. გადავწყვიტე გამეთამაშა მასთან და ვუთხარი, რომ არ ვიცოდი. დავინტერესდი კიდევაც, რას ასწავლიან დაწყებით კლასში ამ თემაზე. შვილის პასუხმა სკამზე მიმაჯაჭვა: “ბიჭებს აქვთ ისეთი რამ, რაც არ აქვთ გოგონებს. თუ შენ დაინახავ ჩამოკიდებულ რაღაცას, ე.ი. ის ბიჭია“, – უცებ დავაფიქსირე, რომ პირდაღებული ვიჯექი.



მან გააგრძელა: “როდესაც ისინი ხედავენ გოგონებს, ის რაღაცა იზრდება, რაც გოგონებს ძალიან მოსწონთ“. “მასწავლებელმა გვითხრა, დაგვეხატა ბიჭი. ახლა გაჩვენებ რა გამომივიდა!“ – მხიარულად აგრძელებდა გოგონა. მზად ვიყავი, სირცხვილისგან მიწაში ჩავმძვრალიყავი და დავმალულიყავი. მან აიღო ალბომი და გამომიწოდა. შევხედე სურათს. შვილმა თითი დაადო და მეუბნება: “აი! აი, ეს რაღაცაა, რაზეც გეუბნებოდი!“ აღმოჩნდა, რომ ბავშვი მიყვებოდა ინდაურზე, რომელსაც ცხვირზე ჩამოკიდებული ჰქონდა წითელი გრძელი ცხვირის დანამატი. ჯანდაბა! თურმე ბავშვი ინდაურზე მიყვებოდა! უცებ ამიტყდა სიცილი. ბავშვი მეკითხებოდა: “მამა ყველაფერი რიგზე გაქვს?“ აი ასე, ბავშვის ჩვეულებრივმა სიტყვებმა შეიძლება უფროსის მხრიდან გაუგებრობა გამოიწვიოს. ყურადღება: ფოტო პირობითია

აგრეთვე იხილეთ: