რეგისტრაცია

ჯოჯოხეთი მოსკოვის ცენტრში, ხალხი შიგნით იწვის - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით

22 Mar 2024, 23:59

 

მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზში სროლა და აფეთქება მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარბაზში სროლის ხმა გაისმა, რის შემდეგაც ხალხმა შენობის დატოვება დაიწყო.

TASS, ოპერტიული სამსახურებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ დარბაზიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

რია ნოვოსი კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამმა უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.

წინასწარი მონაცემებით, არის 40-ზე მეტი გარდაცვლილეი, იუწყება RT. თვითმხილველები ასევე ამბობენ, რომ შენობაში დიდი ხანძარი გაჩნდა. შენობის ზემოთ მოჩანს ცეცხლისა და კვამლის სვეტი.

„იზვესტიას“ ერთ-ერთმა ვიზიტორმა განუცხადა, რომ რამდენიმე ადამიანი შენობის მეორე სართულზეა გამოკეტილი. ისინი ხანძრის გამო ქვემოთ ვერ ჩადიან. როგორც „კომერსანტს“ შემთხვევის თვითმხილველმა განუცხადა, ხალხთან სროლა ისმოდა. ხმები ქუჩაშიც კი ისმოდა, როცა ხალხი შენობიდან გამორბოდა.

მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა გამოაცხადა ოპერატიული შტაბის შექმნა. შემთხვევის ადგილზე გამგებელი მივიდა.

როკ ჯგუფ „პიკნიკის“ მუსიკოსები, რომელთა კონცერტი Crocus City Hall-ში 20:00 საათზე უნდა გამართულიყო, არ დაშავებულან, იუწყება რია ნოვოსტი.

აგრეთვე იხილეთ: