რეგისტრაცია

ნამდვილი პასკა უნდა მომზადდეს მხოლოდ რძეზე - ნახეთ იდეალური პასკის რეცეპტი

31 Mar 2024, 21:02

 

ინგრედიენტები:

  • 1 ლიმონის ცედრა
  • მიხაკი, დარიჩინი, კარდამონი
  • ვანილი
  • ცუკატები - 50 გ
  • ნუში - 50 გ
  • ქიშმიში - 50 გ
  • ფქვილი - 650
  • კარაქი - 200 გ
  • კვერცხის გული - 5
  • შაქარი - 150 გ
  • საფუარი - 10 გ
  • რძე - 250 მლ

    მომზადების წესი:

    თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და 200 გ ფქვილი. დადგით 30 წუთი თბილ ადგილას. კვერცხის გული, სუნელები, ვანილი, ცედრა და შაქარი ათვიფეთ. შემდეგ შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი. ეს მასა შეურიეთ საფუვრიან მასას, დაამატეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და აცალეთ აფუება. აფუების შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში, ქიშმიში და ცუკატები. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმებში 1/3 სიმაღლეზე და ხელახლა დატოვეთ ასაფუებლად. როცა კარგად ამოფუვდება, შედგით გამოსაცხობად 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

აგრეთვე იხილეთ: