რეგისტრაცია

''ციხეში სიკვდილი არ უწერია, მაგრამ...'' - ნახეთ რა მოულოდნელი რამ იწინასწარმეტყველა მიხეილ ცაგარელმა მიხეილ სააკაშვილზე

18 Apr 2024, 17:26

 

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ენერგოტონუსი მომავალი კვირიდან მოიმატებს, მისი გუნება-განწყობა კი გაუმჯობესდება. როგორც ცაგარელი „დაიჯესტთან“ საუბარში, სააკაშვილის მხარდამჭერების დასამშვიდებლად ამბობს, მას ციხეში სიკვდილი არ უწერია.

ასტროლოგმა „დაიჯესტთან“ მისი შიმშილობის დაწყებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორ დროს მიიღო ეს გადაწყვეტილება.

 

„ახლა მიხეილ სააკაშვილისთვის პერიოდი ცუდია, თუმცა შემდეგი კვირიდან მისი ენერგოტონუსი მოიმატებს. იმუნიტეტი გაძლიერდება, განწყობაც გაუუმჯობესდება და თავს უკეთ იგრძნობს. მთელი წლის განმავლობაში ეს თვე მისი ნიშნისთვის არის ყველაზე ცუდი, ამიტომ მან შიმშილობა ცუდ დროს დაიწყო, რადგან მის ორგანიზმს ახლა არ სჭირდება ზედმეტი გამოფიტვა, რადგან ისედაც ენერგოტონუსი დაბალი აქვს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 22 ნოემბრიდან მზე მის ნიშანში გადადის და კარგი პერიოდი დაეწყება, ენერგოტონუსიც გაუუმჯობესდება და თავსაც უკეთ იგრძნობს, თუმცა სამწუხაროა, რომ ამ დროს ციხეში გაატარებს. თუმცა ენერგიას იგრძნობს და მინდა მისი გულშემატკივრები დავამშვიდო - არ უწერია ამ კაცს ციხეში სიკვდილი.

რაც შეეხება ზოგად პროგნოზს 2022 წელს ვეფხვის წელი მოდის, რომელსაც ცვლილებები უყვარს, ამიტომ ვნახოთ რა მოხდება პოლიტიკურ ველზე“, - განუცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“.

აგრეთვე იხილეთ: