რეგისტრაცია

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 Apr 2024, 23:50

 

ვერძი

დღეს ვარსკვლავები ვერძს ურჩევენ, იყვნენ პრაქტიკულები და არ იჩქარონ. მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოქმნილი პრობლემები ყურადღებით გააანალიზეთ, შესაძლოა, მათ მოგვარებას რამდენიმე კვირა დასჭირდეს, თუმცა, ყველაფერი კარგად დასრულდება, თუ არ იჩქარებთ. ყურადღებით იყავით ფინანსურ სფეროშიც, მაღალია შეცდომების რისკი.

კურო

დღეს, კუროებს სჭირდებათ კომუნიკაცია. მიმდინარე ამბები პირდაპირ იქნება დაკავშირებული მათ ინტერესებთან. შესაძლოა გაჩენილ კითხვებზე პასუხი მყისიერად ვერ მიიღოთ, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ყველაფერს მალე გაარკვევთ. დღეს აქტუალური იქნება პროექტებზე მუშაობა.

ტყუპები

დღეს, კომუნიკაბელური და გონიერი ტყუპები, შესაძლოა, მოულოდნელად არასტანდარტულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, დაიწყონ შეცდომების დაშვება, თუნდაც უმარტივეს საქმიანობაში. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ყიდვა-გაყიდვის საქმეში. უმჯობესია, არ იჩქაროთ ინფორმაციის, ან რაიმე დაპირებების გაცემა.

კირჩხიბი

კირჩხიბების ყურადღება, დღეს, შესაძლოა, რეზონანსულმა ამბებმა მიიპყროს. კარგი დღეა აქტუალურ თემებზე დისკუსიებისთვის, შესაძლოა, არა მხოლოდ თანამოაზრეები გაიჩინოთ, არამედ, დაუბრუნდეთ ძველ მეგობრებს. გადაუდებელი საქმეები დილით დაასრულეთ.

ლომი

ღამემდე, სასურველია, სიფრთხილე კომუნიკაციაში. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ახალი თანამდებობა უნდა დაიკავოთ, ან გახდეთ საჯარო პირები. ფრთხილად მოიქეცით შეხვედრებსა და გასაუბრებებზე, არ გადაამეტოთ საკუთარ შესაძლებლობებს. ვარსკვლავებსი , დღეს, ლომებს ურჩევს, გადადონ კონტრაქტის გაფორმება, მასალების გამოქვეყნება და საჯარო გამოსვლა.

ქალწული

დღეს, ქალწულებისთვის, ნებისმიერი სიახლე ღირებულია. შეიძლება, განსაკუთრებული აღმოჩნდეს კონტაქტები უცხოელებთან. ყურადღების ცენტრში იქნება ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან, ფინანსურ საკითხებთან და სწავლასთან. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ახლა ბევრი მონაცემის განახლებაა საჭირო.

სასწორი

დღეს, სასწორის ყურადღება, ძირითადად, მიპყრობილი იქნება განახლებასთან, ექსპერიმენტებსა თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მატერიალური თემა. გახსოვდეთ, ახლა არ არის სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების დრო.  უფრო ფრთხილად მიუდექით ახალი პირობებით სიტუაციის განახლებას.

მორიელი

დღეს, მორიელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს პარტნიორის მოსმენის უნარი. მათ მოუწევთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი აზრის დაფიქსირების დროს. ახლა სჯობს, ნაკლებად დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრებები და გაერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსანებისთვის ეს დღე კარგია შეხვედრებისა და კვლევითი სამუშაოებისთვის. შეიძლება, დაგჭირდეთ ძველი კავშირების აღდგენა. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და ოჯახურ გარემოში გაატარეთ საღამო.

თხის რქა

დღეს, თხის რქებისთვის პროდუქტიული აღმოჩნდება სხვადასხვა სახის კომუნიკაცია, უარი არ თქვათ შეხვედრებზე. გამორიცხული არაა, მნიშვნელოვანი საუბარი მეგობართან, შვილთან, საყვარელ ადამიანთან. მშვენიერი დღეა ინტელექტუალური სამუშაოსთვის. 

მერწყული

გვიან ღამემდე, აქტუალური იქნება საუბრები და დისკუსიები სხვადასხვა თემებზე. გაუფრთხილდით ემოციებს, რადგან ყველა საუბარი არ იქნება ემოციურად სასიამოვნო. შეიძლება, გქონდეთ მოძველებული ინფორმაცია, რამაც მსჯელობა, შესაძლოა, არასწორი მიმართულებით წაიყვანოს. ნუ იჩქარებთ თქვენი საბინაო გარიგების დასრულებას.

თევზები

თევზებისთვის ეს ინფორმაციული დღეა. ის კარგია კომუნიკაციისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის და მონაცემების განახლებისთვის. შესაძლებელია, საინტერესო შეტყობინებები და შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. უმჯობესია, დაასრულოთ მიმდინარე საქმეები, რომლებიც არ საჭიროებს დისკუსიას.

აგრეთვე იხილეთ: