თურქ ბიზნესმენს, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა და 105 შვილის გაჩენას სუროგატი დედების დახმარებით აპირებდა, სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
![]()
ბათუმში მცხოვრებ ბიზნესმენს, რომელიც მეუღლესთან ერთად 105 შვილის გაჩენას გეგმავდა, სასამართომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გალიფ ოზთურქი, რომლის ოჯახში დღეს 22 ბავშვი იზრდება, მოსამართლემ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო.
წყვილი ბავშვებს სუროგატი დედების დახმარებით აჩენს, რომლებსაც ძიძები უვლიან. ამ უცნაურმა "ბავშვების ქარხანამ" თავიდანვე უამრავი კითხვა გააჩინა.
"ბავშვების გენეტიკური მშობლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, თუმცა სუროგატი დედებისგან გვყავს. ციფრი 105 შემთხვევით ავირჩიეთ... ჯერ გვინდა, რომ ბავშვები ცოტა გაიზარდონ. ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ. სიმართლე გითხრათ, სუროგატი დედების შესახებ არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემმა ქმარმა არ მითხრა. ორივე შევთანხმდით, რომ ბევრი შვილი გვინდოდა, მაგრამ, ვფიქრობდი, მე გავაჩენდი. როდესაც სუროგაციაზე შევთანხმდით, დიდხანს ვაანალიზებდი დადებით და უარყოფით მხარეებს. პირადად არც ერთ ქალს არ ვიცნობთ და არც კონტაქტი გვაქვს მათთან. არის ხოლმე მსოფლიოში შემთხვევები, როცა სუროგატი დედები ბოლო ეტაპზე უარს აცხადებენ ბავშვის მშობლებისთვის მიცემაზე. სამწუხაროდ, ჩვენც გვქონდა მსგავსი შემთხვევა. ", - ამბობს კრისტინა.