რეგისტრაცია

უცნაური მოვლენები დედამიწაზე, რომლებსაც მეცნიერებიც ვერ ხსნიან..

04 Mar 2023, 18:07

დედამიწა მრავალფეროვანია, უცნაური და დღემდე ამოუხსნელი მოვლენებით,

ამ სტატიაში გაჩვენებთ რამდენიმე უცნაურ მოვლენას, რომლებიც დღემდე

ამოუხსნელია.

ეს უცნაურობები ადამინის ტვინში მრავალაზრიანობას იწვევს, როდესაც მეცნიერებიც
ვერ პოულობენ პასუხს ასეთ მოვლენებზე, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ
დედამიწა საიდუმლოებებით არის სავსე.

1. ვეშაპი ყანაში



აშშ-ს შტატ იუტას ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები, 69 წლის მიშელ ვუდსონი დაკარგულ ძროხის ძებნისას, უცნაური მოვლენის შემსწრე გახდა. მან ზღვიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, შუა ყანაში, 12 მეტრიანი ვეებერთელა ვეშაპი იპოვა. ამ ფაქტის შემსწრე ვუდსონი ძალიან შეშინებული და ამასთანავე გაოცებულიც იყო. შეშინებულმა წამსვე სოფლის "შერიფს" დაურეკა. რამოდენიმე წუთში "შერიფი" ადგილზე მივიდა და მისვლისთანავე გაოცებული მიაშტერდა ამ ვეებერთელა ოკეანეთა ბინადარს

ვუდსონის აზრით, ეს იყო ახალგაზრდების მიერ მოწყობილი, რათა ადგილობრივები შეეშინებინათ. მაგრამ პოლიციის ექსპერტის გამოკვლევების შედეგად, დადგინდა რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი დანადგარი არ ყოფილა იმისთვის, რომ ეს ვეშაპი გადმოეყვანათ ასეთ ადგილზე, არ იყო არანაირი ნაკვალევი. ადგილობრივების აზრით ეს უცხოპლანეტელების ჩადენილია.



2. გემიდან გაუჩინარებულნი



1872 წლის 7 ნოემბერს, Mary Celeste-ს სახელის გემი ნიუ-იორკის პორტიდან გამოვიდა. გემის კაპიტანს, ბრიგგს თან ახლდა მეუღლე, 8 წლის ქალიშვილი და 8 გემის ეკიპაჟი. ისინი იტალიისკენ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ როდესაც გემი გიბრალტარის სრუტეს მიუახლოვდა, გემში აღარავინ იმყოფებოდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სრული პასუხი არავინ იცის. იმ დღის შემდეგ, გემის მგზავრების შესახებ არანაირი ინფორმაცია ან კვალი არ არის.

3. უძლიერესი აფეთქება ციმბირში

აგრეთვე იხილეთ: