რეგისტრაცია

გლოვობს სრულიად საქართველო – გარდაიცვალა ქართველი რეკორდსმენი

03 Feb 2024, 14:44

საქართველოს უხუცესი მთამსვლელი ლევონ სარქისოვი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ავრცელებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს უხუცესი მთამსვლელის ლევ (ლევონ) სარქისოვის გარდაცვალების გამო.

ლევ (ლევონ) სარქისოვს ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი მთა­ში აქვს გატარებული და პრაქ­ტი­კუ­ლად, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მწვერ­ვა­ლი აქვს და­ლაშ­ქ­რუ­ლი, ზო­გი­ერ­თი რამ­დენ­ჯერ­მეც: უშ­ბას სამ­ხ­რეთ და ჩრდი­ლო­ეთ მწვერ­ვა­ლე­ბი – 4 710 მ და 4 676 მ; ჩა­ტი­ნი – 4 318 მ; იალ­ბუ­ზი – 5 642 მ. ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ხუ­თი­ვე შვიდიათა­სი­ა­ნი მწვერ­ვა­ლი.

ყვე­ლ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კი მის ალ­პი­ნის­ტურ კა­რი­ე­რა­ში დე­და­მი­წის უმაღ­ლე­სი მწვერ­ვა­ლი, ევე­რეს­ტია (8848 მ), რო­მე­ლიც მან 1999 წელს ექ­ს­პე­დი­ცია “კავ­კა­სია-99”-ის წევ­რებ­თან ერ­თად და­იპყ­რო. ამას­თან იგი იმ დროს 60 წლის და 161 დღის იყო და რო­გორც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ევე­რეს­ტის დამ­ლაშ­ქ­რა­ვი, გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნ­შიც შე­ვი­და.

ლევ (ლევონ) სარქისოვი „ე­დელ­ვე­ი­სის ორ­დე­ნი­სა” და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი და “თოვ­ლის ჯი­ქის” ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია“, – წერია სამძიმრის წერილში.

აგრეთვე იხილეთ: