რეგისტრაცია

„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის – ჩაუთქვით სანუკვარი ოცნებები“ – მიხეილ ცაგარელი ჯადოსნურ თარიღს ასახელებს

20 Mar 2023, 16:06

მიმდინარე კვირა კოსმოსში ტრანზიტებით საკმაოდ დატვირთული იქნება, რაც დედამიწაზეც მოახდენს გავლენას. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის  განცხადებით, ამ კვირას ძალიან დიდი ცვლილების მოტანა შეუძლია, პირველ რიგში 21 მარტის ახალმთვარეობაა გამოსაყენებელი, რადგან ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილების ახდენის შანსი მაღალია.

ამასთან ასტროლოგი 22- რიცხვამდე დასვენებას გირჩევთ, შემდეგ კი აქტიური მოქმედებებისკენ მოგიწოდებთ, რადგან იღბლიანობის შანსი 22 მარტიდან მოიმატებს:

„ამ დღეს კოსმიური პორტალი იხსნება და სასწაული ენერგია შემოდის, ეს მოხდება 21 მარტს, დღეღამტოლობაზე და დიდი რაოდენობით სინათლე შემოვა დედამიწაზე, ამ დღის შემდეგ სინათლე იმარჯვებს სიბნელეზე და აბსოლუტურად ყველა გამოვფხიზლდებით, დედამიწაც გადადის დადებით ენერგოველში და ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება კარგი პერიოდი. ასევე საუკეთესო პერიოდია ლოცვისთვის, შენდობისთვის და პატიებისთვის, ჩაუთქვით თქვენი სანუკვარი სურვილები, იმიტომ რომ ასეთი დღე წელიწადში სულ 4-ია და ამ დღის ენერგიის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.

პარასკევს პლანეტა პლუტონი 11 ივნისამდე მერწყულში გადადის, ეს იმას ნიშნავს რომ უნდა დააკვირდეთ პარასკევიდან 11 ივნისამდე რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ეს მოვლენები იქნება შემდეგი 20 წლის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში “, – განუცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“.

წყარო : digest.pia.ge

აგრეთვე იხილეთ: