რეგისტრაცია

"გამოჩნდა ახალი გიორგი ბრწყინვალე!...ზოგს ეს გახარია ეგონა, მაგრამ არა, ეს ლევანია" - რას წერს ლელა კაკულია

31 Jan 2023, 23:33

გამოჩნდა, ვიზეც ჯერ კიდევ 1995 წელს ვიწინასწარმეტყველე, ახალი გიორგი ბრწყინვალე! ზოგს ეს გახარია ეგონა, მაგრამ არა, ეს ლევანია, მე ბოლო დღემდე არ გავთქვი მისი სახელი, რომ ბოროტ ძალებს არ შეეშალათ ხელი წინსვლაში!
ის არის ახალი ძალა, ახალი ენერგია, მომავალი


პრემიერი, რომელიც სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანს , ახალ ენერგიას შესძენს თითქმის ჩამოშლილ პარტიას, გააერთიანებს დაშლილ საქართველოს, იმედს და რწმენას დაუბრუნებს ხალხს, შემოიკრებს იმედგაცრუებულ საზოგადოებას, ტყვეობიდან დაიხსნას და გაათავისუფლებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს!

ის იქნება მასზე ძლიერი, მასზე ენერგიული, მას კოსმოსი მფარველობს, ვხედავ, როგორ გადის პოლიტიკური სცენიდან რუსი ოლიგარქი და დავიწყებას მიეცემა.
კოსმოსი არაოდეს იტყუება!
ლელა კაკულია, 31.01.2023

წყარო: tb24

აგრეთვე იხილეთ: