რეგისტრაცია

„ასე უცებ აგვისრულდა ოცნება“ – საქართველოში ჩამოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ საავადმყოფოში მყოფ ბავშვს ოცნება აუსრულა

21 Mar 2023, 20:34


„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოშია.
ბერი ანდრიას (ერისკაცობაში ნუგზარ მილორავა) დედა, თინათინ ჩხვიმიანი წერს, რომ მან საავადმყოფოში მყოფ ერთ-ერთ ბავშვს ოცნება აუსრულა და სოციალური ქსელის მეშვეობით გაესაუბრა.

„ასე უცებ აგვისრულდა ოცნება, დღეს ზუკა დავითაშვილმა დაგვირეკა და გაგვახარა, ხვიჩას ველაპარაკეთ, მალე ლაივშიც ჩაიხუტებს ჩვენს გიო მურვანიძეს, რაღა დაგიმალოთ და მე და ანა ბლიაძე ძალიან ბედნიერები ვართ!“. – წერს თინათინ ჩხვიმიანი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცასთან ერთად დღეს ჩამოვიდა საქართველოში

აგრეთვე იხილეთ: