რეგისტრაცია

აირჩიეთ ფოტოზე კონვერტი და გაიგეთ საიდუმლო – რა გელით მომავალი 3 დღის მანძილზე, ჯერ დაწერეთ რიცხვი და შემდეგ ნახეთ პასუხი

19 Apr 2023, 16:25

მიეცით ბედს თქვენამდე იმ ცოდნის მოტანის საშუალება, რომელიც ამ მომენტში გესაჭიროებათ. შესაძლოა, სწორედ ეს ნიშანი იქცევა თქვენთვის ახალი ცხოვრების საწყისად. ნებისმიერი ინფორმაციის სწორად აღქმის უნარი დადებითად მოქმედებს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. არაფერი ხდება ასე, უბრალოდ, შემთხვევით.

შეასრულეთ 10 ღრმა სუნთქვითი ციკლი, განდევნეთ თავიდან ყველა აზრი და აირჩიეთ კონვერტი. გააკეთეთ ეს ინტუიტურად, არ დაფიქრდეთ და იყოყმანოთ. აირჩიეთ ის კონვერტი, რომელზეც პირველად გაიფიქრეთ.

1. მოვლენათა მორევი, სწრაფად ცვალებადი სურათები, დასვენებისთვის დროის უქონლობა – თქვენი ენერგეტიკული მარაგი გამოფიტულია. უნდა აღინიშნოს, რომ თქვენი ძალისხმევა და მცდელობები ამაო არ იყო, და რომ თქვენ მიერ დათესილი თესლი უკვე ამოცენდა, მალე ნაყოფსაც გამოიღებს.

ამ ეტაპზე თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ახლა უნდა მოუკლოთ ტემპს, გვერდიდან ადევნოთ პროცესებს თვალყური და გამონახოთ დრო დასასვენებლად რა თქმა უნდა, ახლა სრულყოფილი შვებულება გჭირდებათ, უნდა შეცვალოთ გარემო, რომელშიც იმყოფებით, თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, უბრალოდ ეცადეთ, გამონახოთ დრო იმ საქმეებისთვის, რომლებიც სიხარულსა და სიამოვნებას მოგიტანთ.

2. საფინალო გარბენი მოკლე დისტანციაზე. თქვენ დიდებული მარათონელი ხართ, არ შეჩერდეთ მიღწეულ წარმატებაზე, სულ ცოტაც მოითმინეთ და შედეგი ახლანდელ მიღწევებს რამდენჯერმე გადააჭარბებს.

მარაგში კიდევ დიდი რაოდენობით ძალა გაქვთ, საბოლოო მიზანი კი აზარტსა და მოქმედების სურვილს გმატებთ. ძალების შესანარჩუნებლად და დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ეცადეთ უფრო მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე და კარგად გამოიძინოთ. ამ დისტანციისთვის 1 თვეზე ცოტათი მეტი დაგჭირდებათ და, მისი წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გელით დაფნები, თასები და დამსახურებული დასვენება.

3. პროცესების გაწელვით ცხოვრებას ძალიან ირთულებთ. საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებთ და ფინიშს ვერ აღწევთ. შუა პროცესში ძალა გელევათ, ფინიშის ხაზი არ ჩანს, მოტივაცია ნული ტოლია… ასე გრძელდება მუდმივად, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება უშედეგო პროცესი, მით უფრო იმატებს შინაგანი წინააღმდეგობა.

ეცადეთ, სამომავლო მიზნების დასახვისას, მაქსიმალურად შეამოკლოთ გზა. ასე საქმე გაგიმარტივდებათ, მოგემატებათ ძალები და თავდაჯერებულობა. იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ.

აგრეთვე იხილეთ: