რეგისტრაცია

”დიდი უბედურება დატრიალდა, ჩემი სისხლი და ხორცი გარდაიცვალა…” – ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

12 May 2023, 19:08

ზესტაფონთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ მუსხში მცხოვრები 25 წლის ზვიად მაისურაძე ემსხვერპლა. როგორც სოფელში მერის წარმომადგენელი, ემზარ ოქრომელიძე ამბობს, ახალგაზრდა კაცი, ავარიის დროს მანქანაში მარტო იმყოფებოდა.

გარდაცვლილი მუსხში უკვე გადაასვენეს.

“დღეს ანდრიობა უნდა მომელოცა თქვენთვის, მაგრამ.. დიდი უბედურება დატრიალდა სოფელში, ავტოკატასტროფაში ჩემი უახლოესი ადამიანი, ჩემი სისხლი და ხორცი გარდაიცვალა
არ მეგონა ოდესმე ასეთ პოსტს კიდევ, თუ დავდებდი, ძალიან მტკივა შენი ნაადრევად წასვლა ჩემო ზვიო
არ მჯერა, არ მინდა დავიჯერო ის საშინელება, რაც ახლა შენ თავს ხდება, აზრებს თავს ვერ ვუყრი, მეტირება, არ ვიცი როგორ გადმოვცე ის ტკივილი, რასაც ახლა განვიცდი, არ მეგონა, თუ ოდესმე მოვესწრებოდი ამ დღეს ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო უსაყვარლესო ადამიანო
ღმერთს ვთხოვ ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს
ჩაეხუტე შენ ლამაზ დედიკოს იმ ქვეყნად
უფალს ვთხოვ, შენი წასვლით გამოწვეული ტკივილი ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს შენ უბედურ მამას, ძმას, დებსა და ნათესავებს
ზვიო უფალს ებარებოდე, ნათელში იყავი
ძალიან მენანები მიწისთვის, ისევ შევხვდებით..” – წერს სოფელი მუსხის “ფეისბუკ” გვერდი

აგრეთვე იხილეთ: