რეგისტრაცია

აგვისტოს თვის უტყუარი ასტროლოგიური პროგნოზი - ნახეთ ვის რა გელოდებათ

27 Jul 2023, 14:42

ვერძი  21.03-20.04 

2023 წლის აგვისტოში საუკეთესო ცხოვრებით უნდა იცხოვროთ. არ მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც გეტყვიან, რომ ეს არ შეგიძლიათ, რადგან ეს ასე არ არის და თქვენც ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რათა ყველა თქვენი ოცნება ამ თვეში რეალობად იქცეს. ვერძებო, თქვენი კარიერა სწორი გზით მიემართება. იმავეს თქმა შეგვიძლია თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზეც.

 

 კურო   21.04-20.05

2023 წლის აგვისტოში ყოველდღიური რუტინა თქვენზე მძიმე ზემოქმედებას მოახდენს. სანამ ამ მორევში ჩაიძირებით, გირჩევთ გამოსავალი ზაფხულის უმშვენიერესი თვის შესაძლებლობებში ეძებოთ. კუროებო, შეეცადეთ აგვისტოში თავი სამსახურებრივი მოვალეობებით არ დაიტვირთოთ. უმჯობესი იქნება დრო ცხოვრების საუკეთესო მომენტებს დაუთმოთ.

 

 ტყუპები  21.05-21.06

2023 წლის აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, თქვენი ოჯახური ცხოვრება ამ თვის განმავლობაში იდილიით იქნება სავსე. ბედნიერება, სიმშვიდე და ჰარმონია − აი, რა განსაზღვრავს თქვენთვის ზაფხულის უკანასკნელ თვეს. ფოკუსირდით იმ მოვლენებზე, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეცადეთ სხვა ასპექტები მათზე ააწყოთ.

 

კირჩხიბი  22.06-22.07

2023 წლის აგვისტო თქვენთვის შესაძლებლობების ახალ კარს გახსნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიახლისთვის მზად არ იყავით, გირჩევთ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. აგვისტოს ნახევარი საქმეზე ფოკუსირდით, მეორე ნახევარი კი დასვენებას და ძალების აღდგენას დაუთმეთ. ამრიგად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასასვლელად სექტემბრის თვიდან ოფიციალურად მზად იქნებით.

 

ლომი   23.07-23.08

2023 წლის აგვისტო ძალების აღდგენასთან და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მოგონებების შექმნასთან იქნება ასოცირებული. ლომებო, გახსოვდეთ, რომ აგვისტო სწორედ თქვენი თვეა! მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება თქვენი ცხოვრებისგან, ბევრი იცინეთ, მიიღეთ სპონტანური გადაწყვეტილებები, დიდი მიზნები დაისახეთ და უკეთეს მომავალზე ფოკუსირდით.

 

 

 ქალწული  24.08-23.09

თქვენი ცოლ-ქმრული ცხოვრება 2023 წლის აგვისტოს თვეში ბედნიერებით არის სავსე. ეს, ერთი მხრივ, თქვენი მენტალური მდგომარეობის დამსახურებაცაა − ზუსტად იქ ხართ, სადაც გსურდათ ყოფილიყავით. აგვისტოში იდეალურად წარმართავთ თქვენს კარიერასა თუ ფინანსებს და დრო საყვარელი ადამიანებისთვისაც გრჩებათ. ასე განაგრძეთ, ქალწულებო!

 

 სასწორი  24.09-23.10

2023 წლის აგვისტო იდეალური პერიოდია ახალი გამოცდილების მისაღებად. სწავლის გაგრძელება, ახალი უნარ-ჩვევების შეძენა თუ მათი სამომავლოდ დაგეგმვა ამ თვის განმავლობაში დიდ როლს შეასრულებს თქვენთვის. სასწორებო, მიჰყევით თქვენს მიზნებს, თავისუფლად მიიღეთ გადაწყვეტილებები და თავდაჯერებულად განაგრძეთ სვლა მხოლოდ წინ.

 

 მორიელი   24.10-22.11

2023 წლის აგვისტოში თქვენ მენტალურად მზად ხართ განვითარებისთვის. არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ, ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და ის არავითარ შემთხვევაში არ გიღალატებთ. მორიელებო, აგვისტო მნიშვნელოვანი ეტაპია თქვენი სასიყვარულო ურთიერთობისთვისაც, რადგან ის გიბიძგებთ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ, რომელიც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ.

 

 მშვილდოსანი  23.11-21.12

2023 წლის აგვისტოში დიპლომატიის წყალობით ყველა მიზნის მიღწევას შეძლებთ. ნუ იქნებით სულსწრაფი და ეცადეთ თქვენი ცეცხლოვანი ბუნებაც დროებით ჩააქროთ, რადგან მხოლოდ წინდახედული მოქმედებითა და მოთმინებით შეძლებთ აგვისტოში მწვერვალების დაპყრობას. მშვილდოსნებო, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას.

 

 თხის რქა  22.12-20.01

მართალია, 2023 წლის მთელი აგვისტო წინასწარ გაქვთ გაწერილი, თუმცა ვარსკვლავებს თქვენთვის სხვა გეგმები აქვთ − მოვლენების მოულოდნელი განვითარება უდავოდ გაგაკვირვებთ და ვფიქრობთ, გაგახარებთ კიდეც. ამ ეტაპზე წინა პლანზე მხოლოდ ის მოვლენები წამოვა, რომელშიც პროგრესის მისაღწევად დიდი შრომა გასწიეთ და თუ მათი შედეგები თავს ახლა იჩენს, განა რით უნდა იყოს ეს ცუდი?

 

 მერწყული  21.01-20.02

2023 წლის აგვისტოში სოციალიზაციის დიდ თაყვანისმცემელს ვერ გიწოდებთ. ადამიანებთან დიალოგის წამოწყება თუ არ გნებავთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არც ის ფაქტია გასაოცარი, თუკი მხოლოდ დასვენებას ამჯობინებთ ამ თვეში − ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს დრო თქვენთვის გჭირდებათ და ის აუცილებლად სათქვენოდ გამოიყენეთ.

 

 თევზები  21.02-20.03

2023 წლის აგვისტოში ისეთ ადამიანს შეხვდებით, რომელიც დარჩენილი ცხოვრება თქვენი მეგზური, საუკეთესო პარტნიორი და მესაიდუმლე იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მოგევლინებათ ეს პერსონა − იქნება ის თქვენი სიყვარულის ობიექტი თუ ძვირფასი მეგობარი, იცოდეთ, რომ ის თქვენი მონათესავე სულია და არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ხელიდან.

 

აგრეთვე იხილეთ: