რეგისტრაცია

„შეიძლება ხვალ ჯეკპოტიც კი მოხსნათ“ – ნახეთ პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

17 May 2023, 17:45

♉კურო – თქვენ ამ წლის მეორე ფავორიტი ხართ. გამარჯვების პლანეტა თქვენს ნიშანში მაისიდან გადმოინაცვლებს, თუმცა მანამდე გასავლელი გაქვთ აპრილი, რაც თქვენგან სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ აპრილის პირველ დეკადაში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ ჩაერთოთ კონფლიქტებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. სხვა მხრივ წელიწადი წარმატების მომტანია. ეს წელი ხელს შეგიწყობთ ახალი მეგობრული და პარტნიორული კავშირების დამყარებაში. წლის მეორე ნახევრიდან, როგორც ლიდერი და ხელმძღვანელი იქნებით ბრწყინვალე. არნახული შანსები გაქვთ ფინანსური წარმატების მოსაზიდად. ძალიან დიდ ცვლილებებს მოგიტანეთ ეს წელი. მოსალოდნელია, ახალი სამსახური, ახალი სახლი, ახალი ბიზნესი და ა.შ. თუმცა მაქსიმალური თავდაჭერა, ტაქტი და დიპლომატია მოგეთხოვებათ ნათესავებთან ურთიერთობაში და არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები ამ წელს, აგრეთვე კატეგორიულად დაუშვებელია საიდუმლოს გათქმა.

♊ტყუპები – საკმაოდ კარგი წელი გაქვთ წლის პირველ ნახევარში. სასურველია დაიწყოთ ახალი საქმეები და პროექტები. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანების გაცნობა. მეგობრული კონტაქტები და ერთობლივი თანამშრომლობა წარმატების მომტანი იქნება. წლის მეორე ნახევარში მოგეთხოვებათ ენაზე კბილის დაჭერა ეს კი თქვენთვის წარმოუდგენელია, ამიტომ შედარებით გართულდება თქვენი ემოციური მდგომარეობა. ჯერ ნაბიჯი გადადგით და შემდეგ თქვით ესაა ამ წელს კოსმოსის დაკვეთა თქვენთვის.

♋კირჩხიბი – 2023 წელს თქვენ ამოისუნთქავთ, რადგან დაგტოვებთ ლილიტი – შავი მთვარე, რომელიც გიქმნიდათ პრობლემებს. წლის მეორე ნახევარი ძალიან კარგია მეგობრული კონტაქტებისთვის, თანამშრომლობისთვის და საქმიანი ურთიერთობისათვის. წლის მერე ნახევარში განსაკუთრებით ხელი შეგეწყობათ ახალი იდეების რეალიზაციისათვის. თავს დამოუკიდებლად იგრძნობთ. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ფინანსებთან მიმართებაში. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს და დაუფიქრებელ ინვესტიციებს. რადგან მოსალოდნელია შემოსავალს გაასწროს გასავალმა. თუ ამას გაითვალისწინებთ წელიწადი კარგი გექნებათ.

♌ლომი – იმპერატორებო, ამ წელს შავი მთვარე თქვენს ნიშანში გადმოდის, თუმცა თავი არ ჩაქინდროთ. ახლა გეტყვით რაში შეგიქმნით პრობლემებს ლილიტი – ესაა სასიყვარულო საკითხები, შვილებთან და პარტნიორებთან ურთიერთობები. თუმცა გაქვთ ძალიან კარგი შანსები უცხოელებთან საკონტაქტოდ, საზღვარგარეთ სწავლისა და მოგაზურობისათვის. წლის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ ახალი თანამდებობა დაიკავოთ. თუმცა მოგიწევთ თავდაჭერილობის გამოჩენა, რადგან შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში ხშირად აღმოჩნდეთ.

♍ქალწული – თქვენთვის წლის პირველი ნახევარი ძალიან საინტერესოა, აქ საშუალება გექნებათ დაეუფლოთ საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დიდ დივიდენდებს შემოიტანს. ეს ის პერიოდია, რომელიც წარმატებას მოგიტანთ საქმიან სფეროში. თუმცა წლის პირველ ნახევარში მოგეთხოვებათ საიდუმლოს დაცვა – არ გათქვათ წინდაწინ ინფორმაციები. რაც შეეხება წლის მეორე ნახევარს, აქ შეგიძლიათ იმოგზაუროთ უცხოეთში და აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მოსალოდნელია წარმატებები ლატარიებში თამაშისას. ამასთან სიფრთხილის გამოჩენა მოგეთხოვებათ მეგობრებთან ურთიერთობისას. აკონტროლეთ ის, თუ რას ამბობენ მეგობრები თქვენს ზურგს უკან. შესაძლოა პრობლემა მოვიდეს მეგობრების მიერ, ზურგს უკან ნალაპარაკევი თემიდან.

აგრეთვე იხილეთ: