რეგისტრაცია

ნათელმხილველები ამბობენ, ადამიანი რა რიცხვშიც იბადება მთელი ცხოვრება ისეთი აქვსო – შენ რა რიცხვში დაიბადე? ციფრი ჯერ დაწერეთ და პასუხი შემდეგ ნახეთ

17 May 2023, 14:23

20 – არ უყვართ მარტოობა. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან, სიამოვნებით მონაწილეობენ ღონისძიებებში. უყვართ მუსიკა და ცეკვა, გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.
21 – ისინი ჩაციკლულები არიან ფულზე. მათგან გამოდიან შესანიშნავი ფინანსისტები, ბანკირები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და ასევე პარტნიორის სტატუსსაც. ცინიკურები და ირონიულები არიან.
22 – ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სხვების სწავლა და ეს მშვენივრად გამოსდით. პედაგოგიური და სალექციო სამუშაო მათთვის არის შექმნილი. ისინი ნამდვილი ერუდიტები არიან. ბუნებამ დააკისრა მათ მისია აღმოაჩინონ და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები.
23 – მათი ნიჭი მრავალწახნაგოვანია. მაღალი ინტელექტის, კრეატიულობისა და პროგრესიული იდეების წყალობით, მათ შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მთავარია – თავისუფლება, მათ არ უყვართ არავისთან ანგარიშის ჩაბარება.
24 – არ არსებობს კალენდარული თვის მათზე უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი წარმომადგენელი. სანამ ისინი ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან უყვართ ჭამა და ძალზე დისციპლინირებულები არიან.
25 – ისინი ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ვისი აზრიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. ჯამში ორიანი და ხუთიანი იძლევა შვიდიანს, ეს კი ინტელექტის სიმბოლოა.
26 – ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. ისინი საკუთარ თავზე მფარველის როლს იღებენ – ამისათვის მათ გააჩნიათ ყველა საწყისი მონაცემები: მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, ხელმძღვანელის ნიჭი. მათ უყვართ წესრიგი, სახლში ყოველთვის სუფევს სისუფთავე და სილამაზე.
27 – ნუმეროლოგიაში ეს განკურნების ძალის სიმბოლოა. მისი წარმომადგენლები შესანიშნავი მკურნალები არიან. „27“- ის მფლობელები ემოციურები არიან, გააჩნიათ ინტუიცია, ღრმა თანაგრძნობის უნარი – ახლობლების ზრუნვას ისინი სულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობენ.
28 – ამ რიცხვში დაბადებულებს გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობა. ისინი მუდმივად მოუწოდებენ ყველას წესრიგისკენ და წესების დაცვისკენ. მათ უწერიათ იყვნენ კარგი მოსამართლეები ან იმუშაონ იურისპრუდენციის სფეროში. თავად არასოდეს არ აღიარებენ ბრალს.
29 – ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. დიპლომატიურები არიან, გააჩნიათ ქარიზმა, უყვართ თავგადასავლები. ფულის მხრივ ბედი სწყალობთ, ადვილად შოულობენ ფულს, უმართლებთ ლატარიებში. აი პირად ცხოვრებაში კი ხშირად არ უმართლებთ.
30 – გააჩნიათ ფანტასტიკური მეხსიერება, შესანიშნავი კონცენტრირების უნარი. მათი ინტელექტის შესაძლებლობები უზარმაზარია, გონების გამჭრიახობა კი ეხმარებათ გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება გაჯერებულია მოვლენებით, მათთან არ მოიწყენთ.
31 – ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომელსაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს კიდებენ, სრულყოფილამდე იქნება მიყვანილი. ეს თვისება ეხმარება მათ დაიკავონ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა. ყველაზე გაბედული პროექტების შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას.

კითხვის გაგრძელება

აგრეთვე იხილეთ: