„შეიძლება წელს ჯეკპოტიც კი მოხსნათ“ – 2023 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
♎სასწორი – ძალიან კარგი პერიოდი გაქვთ თქვენი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის. ეს წელი ხელს შეგიწყობთ ბედნიერი ქორწინებისთვის, ასევე კარგია სასიყვარულო ურთიერთობისა და ბიზნესს საქმიანობის დასაწყებად. ყურადღების გამოჩენა გმართებთ თქვენს ზურგს უკან მიმდინარე მოვლენებზეც და განსაკუთრებით გაფრთხილდით ე.წ. ფეიკებზე. მოსალოდნელი ყალბი არარეალური ინფორმაციის მიღება, რომელიც თავგზას აგიბნევთ, იოლად ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტით გაიცნობთ.
♏მორიელი – საუკეთესო წელი გაქვთ დაავადებებისგან განკურნებისთვის. მკურნალობა ძალიან კარგ შედეგებს მოგცემთ. თანმიმდევრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი ძალიან კარგი გაქვთ როგორც საქმიანი ურთიერთობისთვის ისე, სასიყვარულო სფეროში, წარმატების მომტანი იქნება ქორწინებაც. მთავარ ყურადღებას მოითხოვს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. ნუ იქნებით ზედმეტად ჯიუტი და ხისტი. გამოიჩინეთ დიპლომატია, რათა არ დაგეძაბოთ ურთიერთობა.
♐მშვილდოსანი – ძალიან საინტერესო პერიოდი დაგეწყებათ, თუმცა პრობლემები შეგექმნებათ მგზავრობა – მოგზაურობის სფეროსა და უცხოელებთან კომუნიკაციაში. მოსალოდნელია გადაეყაროთ ავანტიურსტ და მატყუარა ადამიანებს. ამიტომ უცხოელებთან კონტაქტისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. სამაგიეროდ გაქვთ შანსი ჯეკპოტი მოხსნათ და წარმატებებს მიაღწიოთ. საუკეთესო დროა შვილებთან მეგობრული კავშირების დასამყარებლად და სასიყვარულო კონტაქტისათვის. დიდი წარმატება გელოდებათ პირად ცხოვრებაში. წლის მეორე ნახევარში თქვენი რეპუტაცია და ავტორიტეტი გაიზრდება.
♑თხის რქა – ამ წელს თქვენი მთავარი პრობლემა ინტიმური კავშირებია, გამოიჩინეთ სიფრთხილე რადგან ისეთ პარტნიორს არ გადაეყაროთ რომლებიც ჯერ მოგხიბლავთ და მერე ჯვარს გაცვამთ. არის საფრთხე რომ ენერგოდაბინძურება სწორედ ინტიმურ კონტაქტებს უკავშირდებოდეს. ასევე კოსმოსი თქვენგან მოითხოვს ენაზე კბილის დაჭერას და საიდუმლოს დაცვას. კოსმოსის ეს პირობა თქვენი წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ რომ სამშობლოში წარმატების მიღწევის შანი ძალიან მაღალია. კარგი პერიოდია მემკვიდრეობითი საკითხების მოსაგვარებლად. ახლობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობები გაუმჯობესდება და ეს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ. წლის მეორე ნახევარი ძალიან კარგია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ქორწინებისათვის.
♒მერწყული – ამ წელს კარგია თუ მრავალფეროვან კონტაქტებს დაამყარებთ, რადგან შესაძლებელია ამ მხრიდან მიიღოთ ახალი საინტერესო შეთავაზებები. გაამყარეთ კავშირები, დებთან, ძმებთან მეზობლებთან და ნათესავებთან. ამ წელს შესაძლებელია მოგიწიოთ შუამავლის ფუნქციის შესრულება, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. სიფრთხილის გამოჩენა მოგეთხოვებათ ბიზნესს და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას. მათთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. ჯანმრთელობის მხრივ გაუფრთხილდით თირკმელებს და ფარისებრ ჯირკვალს.
♓თევზები – თქვენ ამ წლის პირველ ნახევარში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ თებერვლის პირველ ნახევარში რადგან ამ დროს თქვენი იმუნიტეტი ძალიან დაბალი იქნება. ამ წელს თქვენი მთავარი პრობლემაა კოლეგებთან ურთიერთობა და ჯანმრთელობის სფერო. ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის სფეროს და ექიმების მიერ დადებული ნებისმიერი დიაგნოზი გადაამოწმეთ.