რეგისტრაცია

2024 წლის ფინანსური ჰოროსკოპი: რა გელოდებათ დრაკონის წელში?

18 Nov 2023, 22:16

ასტროლოგები 2024 წლის ფინანსურ პროგნოზს გვიზიარებენ. მათი აზრით, ვარსკვლავები ყველა ზოდიაქოს ნიშანს გარკვეულ სიკეთეს პირდებიან. თუმცა რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით გაუმართლებთ.

აი, ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი:

ვერძი

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ 2024 წელი ვერძებისთვის სასიამოვნო და სასარგებლო იქნება. ასტროლოგები ცეცხლის ნიშანს ურჩევენ, რომ დისციპლინა და ბეჯითი შრომა არ დაივიწყოს. ასევე, უმჯობესი იქნება ახალი საქმეების წამოწყებისგან თავი შეიკავოს და ძველი საქმეების დასრულებას შეუდგეს. სწორი ფინანსური გათვლები და ინვესტიციები, ვერძს 2024 წელს განსაკუთრებით დაუფასდება.

კურო

ასტროლოგები კუროს ურჩევენ წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით გამოიყენონ გულმოდგინე შრომისთვის. წლის მეორე ნახევრიდან კი, კუროებს შეუძლიათ მონაგარით დატკბნენ, დაგეგმონ შვებულებები და მოგზაურობები.

აგრეთვე იხილეთ: