რეგისტრაცია

დედამ 3 შვილი მოკლა და 3 თვე ცხედრებთან ერთად ცხოვრობდა - სად მოხდა შემზარავი ფაქტი?

25 Nov 2023, 12:09

main-img

ფსკოვის რაიონში სამი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების გარემოებებს იკვლევენ, რომელთა დედა სამი თვის განმავლობაში ცხედრებთან ერთად ცხოვრობდა იმავე სახლში, თითქოს არაფერი მომხდარა. SHOT-ის მიხედვით, ყველაფერი ველიკიე ლუკში მოხდა.

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როცა ბებია ბავშვების მოსანახულებლად მივიდა. სახლში შესვლისას საშინელი სურათი დაინახა: საწოლის პირველ იარუსზე პამპერსში გამოწყობილი ოთხი წლის ბიჭის ჩონჩხი ეგდო, ზევით კი მისი ერთი წლის ძმა იყო დასვენებული. ორივეს საბანი ეხურა. ბავშვების დედამ, 34 წლის დარია სუხანოვამ ბებიას უთხრა, რომ ბავშვები აგვისტოში ერთი კვირის განმავლობაში დაიღუპნენ.

დარჩენილი შვილიშვილების ძებნაში შოკირებული ქალი სოფელ მოკრიკში ოჯახის კერძო სახლში წავიდა. იქ მან იპოვა რვა წლის გოგონას ცხედარი, რომელიც ასევე საბნის ქვეშ იწვა საწოლში. გარდაცვლილის დედამ კვლავ ვერ დაასახელა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ ეს ყველაფერი იმავე აგვისტოში მოხდა.
გადარჩა მხოლოდ ხუთი წლის გოგონა, რომელიც უკვე გადაეცა მეურვეობის ორგანოებს და 12 წლის ბიჭი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბებიასთან ცხოვრობდა.

წინასწარი მონაცემებით, ზაფხულში, დედათა კაპიტალით კერძო სახლის შეძენის შემდეგ, დარია შვილებთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ აგვისტოში პირველი გოგონა გარდაიცვალა. ქალმა ვაჟები წაიყვანა და შეყვარებულთან ერთად ნაქირავებ ბინაში გადავიდა ველიკიე ლუკიში, სადაც ისინი დაიღუპნენ. სისხლის სამართლის საქმე „ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობის“ მუხლით აღიძრა და უბედური დედა დააკავეს.

დარია დამპალი გვამების სუნს ნაგვის სუნით ნიღბავდა, რომელიც ტომრებით ედგა დერეფენში.

"ალბათ, განზრახ დებდა, რომ სუნი გადაეფარა“. - ამბობს სუხანოვას მეზობელი.

ხუთსართულიანი კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დარიას იშვიათად ხვდებოდნენ. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ქალი სვამდა, მაგრამ ის არ უნახავთ ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში.

დაკითხვისას მკვლელი დედა დაბნეული იყო და განაცხადა, რომ ბავშვები ძილში დაიღუპნენ, შემდეგ გადაიფიქრა და თქვა, რომ შიმშილით მოკლა ისინი, რადგან საკვებისთვის საკმარისი ფული არ ჰქონდა.

ქალს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. გამომძიებლები ასევე აპირებენ დაადგინონ იმ მამაკაცების ვინაობა, ვისგანაც სუხანოვამ ბავშვები გააჩინა. გადარჩენილი 5 წლის გოგონას წაყვანას გეგმავს მამა, რომელიც უკვე დაუკავშირდა მეურვეობის ორგანოებს.

აგრეთვე იხილეთ: