რეგისტრაცია

„გუშინ დავკრძალე ჩემი 35 წლის ვაჟი, სამშაბათს ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კვირას გაუსკდა გულის აორტა..." - დავით თარხან-მოურავის პირველი კომენტარი შვილის დაღუპვის შემდეგ

02 Dec 2023, 15:44

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. იო­რამ თარ­ხან-მო­უ­რა­ვი უცხო­ეთ­ში ცხოვ­რობ­და და გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებ­და. ახალ­გაზ­რდა კაცი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გეგ­მავ­და.

პო­ლი­ტი­კოს­მა ისა­უბ­რა იმ მი­ზე­ზებ­ზე, რის გამო მი­მარ­თვის გავ­რცე­ლე­ბა იმ ადა­მა­ი­ა­ნე­ბის­თვის გა­და­წყვი­ტა, რომ­ლემ­ბაც სხვა­დას­ხვა დროს უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გეს.

და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი:

„მე ახლა სა­ერ­თოდ არ უნდა ვიყო ეთერ­ში დღეს, გუ­შინ დავ­კრძა­ლე ჩემი 35 წლის ვაჟი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ... და რა­საც ვი­ტყვი, იქი­დან გა­მოჩ­ნდე­ბა რა­ტომ ვარ ეთერ­ში. მე მყავს ერთი სერ­ბი მე­გო­ბა­რი, ბერი. სა­ქარ­თვე­ლოს ხში­რი სტუ­მა­რია და მისი ის­ტო­რია მინ­და მოვ­ყვე. ის არ ყო­ფი­ლა ბერი, იყო დიპ­ლო­მა­ტი, ერის­კა­ცი, ახალ­გაზ­რდა შვი­ლი ჰყავ­და. ჩემი ვაჟი გუ­ლის პრობ­ლე­მით გარ­და­იც­ვა­ლა. აორ­ტა გა­უს­კდა გუ­ლის და ამ ბე­რის შვი­ლიც იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. შვი­ლი რომ და­ე­ღუ­პა ამ კაცს ღმერ­თს ეჩხუ­ბე­ბო­და, ღვთის­მშო­ბელს, ეუბ­ნე­ბო­და რა­ტომ წა­მარ­თვი შვი­ლი.

ერთხელ ჰყვე­ბა, დი­ლის 5 სა­ა­თია და უცებ ვხე­დავ ღვთის­მშო­ბელ­სო. მაჩ­ვე­ნებს გარ­დაც­ვლილს შვილს, თით­ქოს ცო­ცხა­ლია, მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან ზის, მი­დის მოყი­ნულ გზა­ზე, მან­ქა­ნა სრი­ალ­დე­ბა და გა­ჩე­რე­ბა­ზე მდგომ ქალ­სა და ეტ­ლი­ან ბავ­შვს ეჯა­ხე­ბა. ამის შემ­დეგ ბავ­შვს კლავს, შემ­დეგ მე­ო­რე სცე­ნა, მისი შვი­ლი ცი­ხე­შია, სა­დაც ცი­ხე­ში კლა­ვენ, ჩხუ­ბის დროს. ამის შემ­დეგ წა­ვი­და სა­სუ­ლი­ე­რო ცხოვ­რე­ბა­ში და ბერი გახ­და.

აგრეთვე იხილეთ: