რეგისტრაცია

15 ათას დოლარიანი სამკაული საჩუქრად და მოგზაურობა ვენეციაში - როგორ აღნიშნა სიყვარულის დღე შორენა ბეგაშვილმა მილიონერ შეყვარებულთან ერთად?

15 Feb 2024, 13:45

 

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა და ამ­ჟა­მად მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად ვე­ნე­ცი­ას სტუმ­რობს. გუ­შინ ვა­ლენ­ტი­ნო­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღო, ბე­გაშ­ვილს HERMES-ის ბრენ­დის თეთ­რი ოქ­როს სა­მა­ჯუ­რი აჩუ­ქეს, რო­მე­ლიც ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან არის და ამ­ჟა­მად გა­ყიდ­ვა­ში აღარ არის. სა­მა­ჯუ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 15 ათა­სი დო­ლა­რია.

სამ­კა­უ­ლის ფოტო შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სთო­რი­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა


შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დის სამ­შობ­ლო­ში. ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ, ჭო­რე­ბი მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც ბინა შე­იც­ვა­ლა. ბე­გაშ­ვი­ლი ვა­კე­ში მდე­ბა­რე კორ­პუ­სის ბი­ნი­დან დი­ღომ­ში აუ­ზი­ან ვი­ლა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვინ არის ბე­გაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ამ დრომ­დე უც­ნო­ბია. თუმ­ცა ერთი ვერ­სი­ით, ის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს. ბე­გაშ­ვი­ლი მას­თან ერ­თად მუდ­მი­ვად მოგ­ზა­უ­რობს, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მომ­წე­რე­ბის­თვის მხო­ლოდ მა­მა­კა­ცის ზურ­გი­დან გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ან მაქ­სი­მუმ, ხე­ლის მტე­ვანს აჩენს.

უკვე წლე­ბია, რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ჯა­როდ აღარ სა­უბ­რობს და არც ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლევს მე­დი­ას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­პუ­ლა­რო­ბის შემ­დეგ მის ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი იყო, მათ შო­რის და­ვით მუხ­რა­ნე­ლი, ირაკ­ლი ნა­ნა­ძე, რო­მელ­თა­ნაც ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წე­რა და შემ­დეგ ისევ გა­ა­წე­რა და ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ლაშა ბა­რა­თე­ლი, რო­მელ­საც ორი წლის წინ და­შორ­და.

აგრეთვე იხილეთ: