რეგისტრაცია

შვილი მომიკლა, ხალხო, ესეც ფინალი, ტროტუარზე მიმისრისა გარეწარმა – რას წერს ტრაგიკულად დაღუპულის ქალის დედა

17 Feb 2024, 13:30

“შვილი მომიკდა, ხალხოოოო, ესეც ფინალიიიიიიიიიიიიიიი ტროტუარზე მიმისრისა გარეწარმაააა” – წერს სოციალურ ქსელში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მაკა ქურდაძის დედა ნინო კორინთელი სოციალურ ქსელში.

ქუ­თა­ის­ში 15 თე­ბერ­ვლის ღა­მეს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ შე­ნო­ბას­თან ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ე­ჯა­ხათ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლებს გო­გო­ე­ბი მარ­თავ­დნენ და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სია, რომ საქ­მე­ში ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ფი­გუ­რი­რებს, ერთს ქალი მარ­თავ­და, მე­ო­რეს კი მა­მა­კა­ცი.

ორი ქალ­ბა­ტო­ნი “ზებ­რა­ზე” გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც სწრა­ფად მო­მა­ვალ­მა მძღოლ­მა ქვე­ი­თე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა და და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტზე შსს-მ ერთი პირი, მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

გა­რა­დცვლი­ლე­ბი ერ­თა­მენ­თის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. და­ღუ­პუ­ლია 65 წლის შურა ხურ­ცი­ძე და 44 წლის მაკა ქურ­და­ძე .

აგრეთვე იხილეთ: