რეგისტრაცია

უახლოეს საათებში დედამიწაზე თანამგზავრი ERS-2 ჩამოვარდება - პლანეტის რომელ ნაწილში დაეცემა და არის თუ არა ის რადიოაქტიური?

22 Feb 2024, 00:24

 

უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში დე­და­მი­წა­ზე ERS-2 თა­ნამ­გზავ­რი და­ეშ­ვე­ბა - იგი კოს­მოს­ში 1995 წელს გა­უშ­ვეს. 2021 წელს სა­ტე­ლიტ­მა მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა. ოთხშა­ბათს ის დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს მკვრივ ფე­ნებ­ში უნდა შე­ვი­დეს. ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო (ESA) აცხა­დებს, რომ ორ­ტო­ნი­ა­ნი თა­ნამ­გზავ­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი შე­მოდ­გო­მა­ზე და­იწ­ვე­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ უფრო გამ­ძლე ნა­წილ­მა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­უძ­ლოს და გა­დარ­ჩეს, მაგ­რამ ამ ფრაგ­მენ­ტე­ბის და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში და­ცე­მის და ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა და­ბა­ლია. ფრაგ­მენ­ტე­ბი დე­და­მი­წის ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვარ­დეს, მაგ­რამ რად­გან დე­და­მი­წის ზე­და­პი­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი და­ფა­რუ­ლია ოკე­ა­ნე­ე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოკე­ა­ნე­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა.

"ხაზ­გას­მით უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ არ­ცერ­თი ელე­მენ­ტი, რო­მე­ლიც ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მო­ვა არ არის რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ან ტოქ­სი­კუ­რი“, - ამ­ბობს ESA-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მირ­კო ალ­ბა­ნი.

ERS-2-მა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა მეც­ნი­ე­რებს დე­და­მი­წის დამ­ცა­ვი ოზო­ნის შრის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ. ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ წყალ­დი­დო­ბებს, ზო­მავ­დნენ კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რას, აღ­ნიშ­ნავ­დნენ ვიბ­რა­ცი­ას მი­წისძვრის დროს.

ფაქ­ტია, რომ დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე უკვე ბევ­რი თა­ნამ­გზავ­რია და შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა მუდ­მი­ვად იზ­რდე­ბა. ამე­რი­კულ­მა კომ­პა­ნია SpaceX-მა, რო­მე­ლიც მარ­თავს ამ­ჟა­მად ორ­ბი­ტა­ზე არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი თა­ნამ­გზავ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას (5400-ზე მეტი), ცოტა ხნის წინ გა­მო­ა­ცხა­და, რომ 100 მათ­განს დე­და­მი­წა­ზე და­აბ­რუ­ნებს.

აგრეთვე იხილეთ: