რეგისტრაცია

"ისე ჩაიარა ყველა თარიღმა, რამაზი არავის გახსენებია... 49 წლისა მოულოდნელად გარდაიცვალა, მაშინაც არავის არაფრისთვის ეცალა" - ყველასთვის საყვარელი მსახიობი უცნაური ბედისწერით: რას ჰყვება და რამაზ გიორგობიანზე?

14 Apr 2024, 11:56

 

მისი ღვაწ­ლი ქარ­თულ კი­ნო­ში დი­დია, თუმ­ცა არ მახ­სოვს, ოდეს­მე ვინ­მეს სად­მე გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნოს. მისი არც 60 წლის იუ­ბი­ლე აღუ­ნიშ­ნავთ და არც -70-ის. არა­და, ისეთ სა­ე­ტა­პო ფილ­მებ­ში აქვს ნა­თა­მა­შე­ბი და ისე­თი მკა­ფიო სა­ხე­ე­ბი აქვს შექ­მნი­ლი, თა­ო­ბე­ბის­თვის მარ­თლა და­უ­ვი­წყა­რია. ვი­ნა­ი­დან 25 დე­კემ­ბერს მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­რი­ღია, გა­დავ­წყვი­ტეთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ნი­ჭი­ე­რი და სა­ოც­რად კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ვახ­სე­ნოთ.

მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი 1995 წელს 49 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ ბნე­ლი 90-ია­ნე­ბი იყო და არა­ვის არაფ­რის­თვის ეცა­ლა. რო­გორც ჩანს, ესეც ამ მსა­ხი­ო­ბის თა­ვი­სე­ბუ­რი ბე­დის­წე­რა იყო...

"რა­მა­ზი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ინ­სულ­ტით გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ 10 დღე იწვა, ექი­მებ­მა ვერ უშ­ვე­ლეს, არა­და, იმ დი­აგ­ნო­ზით და იმ ჩი­ვი­ლე­ბით დღეს ადა­მი­ა­ნე­ბი იკურ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ 1995 წელი იყო და მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ რაც ხდე­ბო­და", - ამ­ბობს რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის და, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

პირ­ვე­ლი ფილ­მი

კი­ნო­ში ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტი გა­მოჩ­ნდა, მა­შინ ოთარ იო­სე­ლი­ა­ნი "გი­ორ­გო­ბის თვეს" იღებ­და. რე­ჟი­სო­რის­თვის პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო და რა­მა­ზის­თვი­საც პირ­ვე­ლი როლი, სა­დაც კი­ნო­თი "მო­ი­წამ­ლა“ კი­დეც... რე­ჟი­სორ­მა შემ­თხვე­ვით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იპო­ვა. ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის ასის­ტენტს მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე უნა­ხავს, ტი­პა­ჟი მოს­წო­ნე­ბია... იმ ფილ­მით და რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის ტი­პა­ჟით რე­ჟი­სორ­მა ქარ­თულ კი­ნო­ში ახა­ლი გმი­რი შე­მო­იყ­ვა­ნა...

"გი­ორ­გო­ბის თვე"


"ცის­ფე­რი მთე­ბი"

"ხა­ბურ­ზა­ნია არ არის, წვე­რა­ვა ჯარ­შია, კაკო - ცი­ხის­ძირ­ში, ჭი­ჭი­ნა­ძე - კურ­სებ­ზე, გო­მე­ლა­უ­რი პრინ­ცი­პუ­ლად არ კი­თხუ­ლობს, კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ იცი­ან, სად არის", - ეს იმ ახალ­გაზ­რდა მწერ­ლის სი­ტყვე­ბია, რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა რომ მი­ი­ტა­ნა და მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­ვი­და - შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი და გა­ზა­ფხუ­ლი... ნა­მუ­შე­ვა­რი არა­თუ ვინ­მემ წა­ი­კი­თხა, ეგ­ზემპლა­რე­ბიც უკ­ვა­ლოდ გაქ­რა... რო­გორც მიხ­ვდით, ეს "ცის­ფე­რი მთე­ბის" სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­მაც, თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა სის­ტე­მის დრო­მოჭ­მუ­ლო­ბა აჩ­ვე­ნა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი, ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, სოსო აღ­მოჩ­ნდა... რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის სა­ოც­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ეს მთა­ვა­რი როლი კი მარ­თლა და­უ­ვი­წყა­რია...

მსა­ხი­ო­ბი არა­ერთ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ქარ­თულ კი­ნო­ში მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო სახე აქვს შექ­მნი­ლი. ეს სუ­რა­თე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია: „ქოლ­გა,“ „სე­რე­ნა­და,“ „ფე­რის­ცვა­ლე­ბა,“ "ფი­ლა­ტე­ლის­ტის სიკ­ვდი­ლი,“ „სამ­კა­უ­ლი სატ­რფო­სათ­ვის,“ „ყვე­ლა­ზე სწრა­ფე­ბი მსოფ­ლი­ო­ში,“ "ბა­ტო­ნი ავან­ტი­უ­რის­ტე­ბი“...

"ცის­ფე­რი მთე­ბი"


ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი

"რად­გან კი­ნომ ჩა­ით­რია - მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი­დან ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და, რაც და­ამ­თავ­რა კი­დეც. ვი­ნა­ი­დან კარ­გად წერ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით სწავ­ლა თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო­ზე გა­ნაგ­რძო. თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ იმ წელს პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნა ჯგუ­ფი, სა­დაც მოხ­ვდა... ოთხი ფილ­მი გა­და­ი­ღო, მაგ­რამ ბოლო ნა­მუ­შე­ვა­რი ("მო­რე­ვი") ვერ და­ას­რუ­ლა, გარ­და­იც­ვა­ლა. არა­და, ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ფილ­მის მონ­ტა­ჟი გიზო გა­ბის­კი­რი­ამ გა­ა­კე­თა,“ - იხ­სე­ნებს ქალ­ბა­ტო­ნი მაია.

"მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი"

ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი" რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მა­ყუ­რე­ბელ­მა თა­ვი­დან­ვე შე­იყ­ვა­რა. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი მაია ამ­ბობს, რა­მაზს ეს ფილ­მი დი­დად არ უყ­ვარ­და, რად­გა­ნაც იქ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შე­ვა­რი ემარ­ტი­ვე­ბო­და...

"მაგ ფილ­მის რამ­დე­ნი­მე კად­რი ჩვენს სახ­ლთან, ვა­კე­ში გა­და­ი­ღეს. გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი კაფე "ფრან­ცი­ას­თან“ იყო, ახ­ლან­დე­ლი "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში იქ სკვე­რი იყო. ფილმში ჩემი სახ­ლიც კი ჩანს. ასე რომ, ქუ­ჩის გა­და­ღე­ბებს ვეს­წრე­ბო­დი და დღემ­დე მახ­სოვს ის ემო­ცი­ე­ბი... სა­ერ­თოდ რა­მაზს სულ კუდ­ში დავ­დევ­დი და რა­საც ის აკე­თებ­და, მეც მინ­დო­და, რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა. თუმ­ცა თვი­თონ არ უყ­ვარ­და და გა­და­ღე­ბებ­ზე არ დავ­ყავ­დი. მა­შინ დრო ვი­ხელ­თე, რომ სახ­ლთან ახ­ლოს რომ იყო, ვე­ღარ გა­მაგ­დებ­და... მუ­შა­ო­ბი­სას რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ვხვდე­ბო­დი, რომ ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ კუ­თხით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ ჰქონ­და, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა, პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოს­დი­ო­და. ეს ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა გახ­ლდათ, რად­გან კი­ნო­ში ფეხი მან აად­გმე­ვი­ნა“...

"მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნის" გა­და­ღე­ბი­სას...


დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბა და ოჯა­ხი

რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დე­დით ერ­თნი იყ­ვნენ, მა­მით - სხვა­დას­ხვა, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას თქმით, ეს მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე არა­ნა­ი­რად არ ასა­ხუ­ლა:

"მის გაზ­რდა­ში წვლი­ლი მა­მა­ჩემ­საც მი­უ­ძღვის, სა­ერ­თოდ, ყვე­ლას თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ჩემი ძმა ჩემ­ზე 14 წლით უფ­რო­სი იყო, მზრუნ­ვე­ლი იყო, მე კი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა­ში სულ ხელს ვუშ­ლი­დი, რა­ზეც ჩხუ­ბობ­და, - ეს ბავ­შვი გა­იყ­ვა­ნე­თო... არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, რაც მა­მი­სა და დე­და­ჩე­მის დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო და თვი­თონ რა­მა­ზი­საც, რად­გა­ნაც კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი უყ­ვარ­და, მე კი, გა­მორ­ჩე­უ­ლად. მაია მან და­მარ­ქვა, უფრო სწო­რად, მის­მა კლას­მა... მა­შინ ფილ­მი "მაია წყნე­თე­ლი" მო­და­ში იყო და სა­ხე­ლი იმის გავ­ლე­ნით და­მარ­ქვეს - დე­და­ჩემს სამ­შო­ბი­ა­რო­ში წე­რი­ლი მის­წე­რეს...

მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მა­მას­თან ერ­თად


ბავ­შვო­ბა­ში ძმა­ზე ძა­ლი­ან ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი, რად­გან დე­დას და ბე­ბი­ას პირ­ზე სულ რა­მა­ზი­კო ეკე­რათ და პრე­ტენ­ზი­ას გა­მოვ­თქვამ­დი, უფრო ანე­ბივ­რებთ-მეთ­ქი. ბე­ბია მპა­სუ­ხობ­და, - მამა არ ჰყავს და მეტი ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბაო. რა­მა­ზი ჩემი დიდი მე­გო­ბა­რი იყო. არა­სო­დეს არა­ფე­რი და­უშ­ლია. დე­დას ეუბ­ნე­ბო­და, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ციო, რად­გა­ნაც ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო და უნ­დო­და, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბიც ასე­თე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ...

დღეს თუ რამე ვიცი, რა­მა­ზის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. ჩა­მო­მი­წერ­და ხოლ­მე წიგ­ნებს, რაც უნდა წა­მე­კი­თხა, ჩემს გა­ნათ­ლე­ბა­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ დო­ნეს აკონ­ტრო­ლებ­და... თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვა­ბა­რებ­დი, წიგ­ნი მო­მი­ტა­ნა, რო­მელ­შიც მხატ­ვრო­ბა­ზე ყვე­ლა­ფე­რი ეწე­რა. ისეთ რა­ღა­ცებს მას­წავ­ლი­და, რა­საც ჩე­მით ვერ ვის­წავ­ლი­დი... ჩემ­თვის არა­მარ­ტო ძმა, მას­წავ­ლე­ბე­ლიც იყო.

რა­მა­ზი დას­თან ერ­თად


უამ­რავ რჩე­ვა-და­რი­გე­ბას მაძ­ლევ­და. ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ სი­ტყვებს მი­მე­ო­რებ­და, - ენამ არ უნდა გა­უს­წროს ტვინს, ჯერ სათ­ქმე­ლი გა­ი­აზ­რე და მერე თქვიო. დღეს ძა­ლი­ან მაკ­ლია. ახალ­გაზ­რდა წა­ვი­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად. თან, ისე­თი რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, რომ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა... სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, მა­მა­მი­სის გვერ­დით არის დაკ­რძა­ლუ­ლი... რა­მაზს დარ­ჩა ერთი გო­გო­ნა, თიკა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი (რო­მელ­საც დღეს უკვე 17 წლის დაჩი ჰყავს) და მე­უღ­ლე - ნუ­ნუ­კა ქი­ქო­ძე. გული მწყდე­ბა, რომ ჩემი შვი­ლი 5-6 წლის იყო და კარ­გად არ ახ­სოვს. მისი შვი­ლი თიკა კი უკვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და წი­ლად ხვდა რა­მაზ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა... ჩემი ძმის რჩე­ვა და მისი ხედ­ვა დღეს მარ­თლა მაკ­ლია“.

შვილ­თან ერ­თად


პი­როვ­ნუ­ლი შტრი­ხე­ბი

"გა­ო­ცე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო იმ მტრო­ბი­თა და ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბით, რაც 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში ჩვენ­ში გა­ჩაღ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რად­გა­ნაც იქი­თაც მე­გობ­რე­ბი ჰყავ­და, აქე­თაც და ყვე­ლა თა­ვის­კენ ექა­ჩე­ბო­და. თან, ხომ ვამ­ბობ, იმის გა­გე­ბა უჭირ­და, რაც ხდე­ბო­და, რად­გა­ნაც შორს იყო იმ ამ­ბე­ბის­გან. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და, ვე­რა­ვის აპა­ტი­ებ­და უსინ­დი­სო­ბას, სიც­რუ­ეს, სუფ­თა და რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო. ამა­ვე დროს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რი ჰქონ­და. მისი მო­თხრო­ბე­ბი ამ გრძნო­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. რა­მა­ზი წარ­სულ­ში ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, "დი­ნა­მო­ში" თა­მა­შობ­და, მაგ­რამ თავი და­ა­ნე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად სრი­ა­ლებ­და თხი­ლა­მუ­რებ­ზე, ხა­ტავ­და. ზო­გა­დად ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო“ - ამ­ბობს მაია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

***

ძმის გრდც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მან მისი მო­თხრო­ბე­ბი, სცე­ნა­რე­ბი შეკ­რი­ბა და წიგ­ნად და­სა­ბეჭ­დად გა­ამ­ზა­და. სა­სიგ­ნა­ლო ეგ­ზემპლა­რე­ბი გა­მო­ი­ცა, 2 ტომი, რო­მელ­საც "მრუ­დე სარ­კე­ში“ და­ერ­ქვა. წიგ­ნი გა­ყიდ­ვა­ში არ გა­სუ­ლა. ამას თან­ხა სჭირ­დე­ბო­და.

"რა­მაზს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­თხრო­ბე­ბი აქვს, ასე­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სცე­ნა­რე­ბი და ერთი პი­ე­სა „მრუ­დე სარ­კე­ში“... გია ცხა­და­ი­ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ა­სუ­რა­თა. რა­მა­ზის ამ ნა­მუ­შევ­რე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გვინ­დო­და კინო "ამი­რან­ში,“ მაგ­რამ ამა­შიც ხელი შეგ­ვე­შა­ლა.“.

და-ძმა დე­დას­თან - ნუცა მი­ქე­ლა­ძეს­თან ერ­თად


- მისი იუ­ბი­ლის აღ­ნიშ­ვნა რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ვინ­მეს თავ­ში აზ­რად თუ მოს­ვლია?

- არა, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბო­დი, იქ­ნებ ვი­ღაც შეგ­ვეხ­მი­ა­ნოს-მეთ­ქი. ისე ჩა­ი­ა­რა ყვე­ლა თა­რიღ­მა, არა­ვის გახ­სე­ნე­ბია, არც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს და არც კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტებს... გული მწყდე­ბა, ასეთ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ოდ­ნა­ვი წვლი­ლი მა­ინც მი­უ­ძღვის ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მწერ­ლო­ბა­ში, თე­ატ­რში, ყუ­რა­დღე­ბას უნდა აქ­ცევ­დნენ... სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და. ახალ­მა თა­ო­ბამ ისი­ნი ხომ უნდა იცოდ­ნენ?!.

აგრეთვე იხილეთ: