რეგისტრაცია

ნუცა ფინალშია! – საქართველომ რამდენიმეწლიანი ნავსი გატეხა: ნუცა ბუზალაძის ემოციები, როცა საქართველო “ევროვიზიაზე” ფინალისტებს შორის დაასახელეს და რა თქვა მომღერალმა (ვიდეო+2)

10 May 2024, 10:31

შვედეთის ქალაქ მალმეში დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ თავისი საკონკურსო სიმღერა, Firefighter-ს შეასრულა.

სა­ქარ­თვე­ლო ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა სიმ­ღე­რით “Firefighter”. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­თერ­თმე­ტე ნომ­რად გა­მო­ვი­და და უნდა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი ნო­მე­რიც შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს. ნუ­ცამ სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ცე­ცხლი და­ან­თო.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემის პროცესში ჟიური არ მონაწილეობდა.

სწორედ მაყურებლი გადაწყვეტილებით ნუცა ბუზალაძე ფინალში გადავიდა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

11 მაისს ევროვიზია 2024-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ზედიზედ 7 წელი ვერ ახერხებდა ფინალში გასვლას.

აგრეთვე იხილეთ: