რეგისტრაცია

ნუცამ ემოციები ვეღარ შეიკავა და... - ვერ წარმოიდგენთ რა თქვა ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის დასრულების შემდეგ

12 May 2024, 19:42

 

ევროვიზიის დასრულების შემდეგ ნუცა გულშემატკივრებს მიმართავს:

„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმ შედეგით რაც საქართველომ დადო წელს ევროვიზიაზე. ის ფაქტიც, რომ ჩვენ მოვხვდით ფინალში და ჩვენმა დროშამ იფრიალა ფინალში, ეს არის


ძალიან დიდი გამარჯვება. ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ამ სიმღერას. ყველა აღნიშნავს, რომ საუკეთესო გამოსვლები ჰქონდა. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც გვერდში ედექით ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებები გვექნება ევროვიზიაზე მომავალში და ამისთვის მეც ყველაფერს გავაკეთებ და ჩემს წვლილს შევიტან. ფინალში გვქონდა ძალიან კარგი გამოსვლა. ყველაფერი კარგი არის წინ და ამ სიახლეებს ნელ-ნელა გაგიზიარებთ“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.

აგრეთვე იხილეთ: