რეგისტრაცია

ტელეკომპანია "იმედის" დატოვების შემდეგ ზურა ბალანჩივაძე შოკისმომგვრელ კომენტარს აკეთებს - ნახეთ რას ამბობს ზურა

16 May 2024, 15:28

 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­წამ­ყვან­მა და­ტო­ვა. “მე­დი­ა­ჩე­კე­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დი” და­ტო­ვეს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ, ნა­თია ორ­ვე­ლაშ­ვილ­მა და ეკა ამი­რე­ჯიბ­მა.


  • ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძემ “იმე­დის” და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, “ტი­კტოკ­ზე”, თა­ვის არხზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ავ­ტოკ­რა­ტი­ის შე­სა­ხებ და ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის ნიშ­ნებ­ზე სა­უბ­რობს. ის გა­მო­ყოფს ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს და აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში ამ­ბობს, რომ “ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის დროს ჯერ აკა­ნო­ნე­ბენ და შემ­დეგ იცა­ვენ უკა­ნო­ნო­ბას”.

“ავ­ტოკ­რა­ტია ყო­ველ­თვის ცდი­ლობს ჰგავ­დეს დე­მოკ­რა­ტი­ას – ანუ იქ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ყვე­ლა ის ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი: სა­სა­მარ­თლო, პარ­ლა­მენ­ტი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ა.შ.

  • ავ­ტოკ­რა­ტი­ის კი­დევ ერთი ადა მთა­ვა­რი მა­ნიშ­ნე­ბე­ლი არის ის, რომ მმარ­თვე­ლი ელი­ტა იქ­ნე­ბა, თუ ლი­დე­რი იწყებს პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას – “ჩვენ გვებ­რძვი­ან გა­რე­დან, ჩვენს ღირ­სე­ბას ურტყა­მენ, ეს ნა­რა­ტი­ვი მე­ორ­დე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხვა დო­ზით, სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბით. დღეს მა­გა­ლი­თად ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ცხა­დად ამ­ბობს ვიქ­ტორ ორ­ბა­ნი, რომ უნ­გრეთს ებ­რძვი­ან და ა.შ.

აქვე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კი­დევ წარ­სუ­ლის რო­მან­ტი­ზე­ბა და წარ­სულ­ზე გა­მო­ტი­რე­ბა, რომ აი, ოდეს­ღაც ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი ვი­ყა­ვით, შემ­დეგ ის­ტო­რია უსა­მარ­თლოდ მოგ­ვექ­ცა და ის ქვეყ­ნე­ბი რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლოდ მოგ­ვექ­ცნენ, ვერ იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით მსგავ­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან კი­დევ ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­სტრუ­მენ­ტი არის ხოლ­მე რე­ლი­გი­ა­ზე აპე­ლი­რე­ბა, რომ ყვე­ლა ებ­რძვის მათ რე­ლი­გი­ას და მათ რე­ლი­გი­ურ გრძნო­ბებს. ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ხოლ­მე მხო­ლოდ ერთი რე­ლი­გია და არა ყვე­ლა რე­ლი­გია, რო­მე­ლიც იმ ქვე­ყა­ნა­ში არის თავ­მოყ­რი­ლი.

ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ მუ­შა­ო­ბენ სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი, რამ­დე­ნად შე­უძ­ლი­ათ მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ეს ძა­ლი­ან ხში­რად მე­ტყვე­ლებს ხოლ­მე ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რისხზე და რაც მთა­ვა­რია, ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟი­მებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უყ­ვართ კა­ნო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, ოღონდ იმ კა­ნო­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­საც თვი­თონ იღე­ბენ და შემ­დეგ ამ კა­ნო­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბენ, რომ ისი­ნი არა­ფერს ცუდს არ აკე­თე­ბენ, უბ­რა­ლოდ იცა­ვენ კა­ნონს, მაგ­რამ რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რია თვი­თონ ეს კა­ნო­ნი, ეგ არის სწო­რედ აქ პრობ­ლე­მა’, – ამ­ბობს ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე

აგრეთვე იხილეთ: