"რისიც გვეშინოდა, ის მოხდა", - როგორია ახლა ზურა ბერიკაშვილის მდგომარეობა?
გასული წლის მიწურულს მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა.
Ambebi.ge-სთან საუბრისას მსახიობის ოჯახის წევრმა ნიკო ნანიტაშვილმა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
- ზურას მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა. ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა - სამწუხაროდ, რეალურად ეს მდგომარეობაა. ეს არც ვიცით, რეალურად რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. არანაირი დადებითი დინამიკაც არ არის, ღმერთზე ვართ თავიდან ბოლომდე მინდობილი.
- ისევ გერმანიაშია?
- კარგა ხანია აქ ჩამოვიყვანეთ, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კლინიკაშია, მაგრამ ალბათ მოგვიწევს სახლში გადმოყვანა... კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ არანაირი რეაქცია არაფერზე არ აქვს, მცირე შინაგანი რეფლექსების გარდა.