რეგისტრაცია

აირჩიეთ 1 გასაღები , დააკომენტარეთ რიცხვი და გაიგეთ რა გელოდებათ მომავალ კვირას

26 Jul 2023, 23:34

რაცნობიერი თქვენს ემოციებს, მოგონებებს ინახავს... ფსიქოლოგების მიერ შედგენილი ტესტი დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში.

1. მოკრძალებული და რაციონალური


უცხოებისთვის ჩაკეტილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. გულს ახლობლებსაც კი არ უშლით. თქვენი ამგვარი ქცევის მიზეზი შეიძლება წარსულში ვეძებოთ.

2. მკაცრი და თავდაჯერებული

ალბათ, მმართველ თანამდებობაზე ხართ. თანამშრომლები პატივისცემით გეპყრობიან, ცოტათი აშინებთ კიდეც მათ. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება.

3. ამბიციური და მიზანმიმართული

სირთულეებს არ უშინდებით და მიზანს ყოველთვის აღწევთ. იდეების განხორციელება არ გიჭირთ. გირჩევთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ და შეცდომების აღიარება შეძლოთ.

4. იუმორი და სიმსუბუქე

ოპტიმისტი ხართ, ცხოვრებას იუმორით უყურებთ. გარშემო მყოფების თვალში უდარდელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. იყავით მეტად დაკვირვებული და სერიოზული.

5. კრეატიული და თავისუფლებისმოყვარე

არაორდინარული პიროვნება ხართ, იდეებით აღსავსე. გვგონია, რომ შემოქმედებითი ადამიანი უნდა იყოთ. არ იზარმაცოთ ხოლმე და არც დრო დაკარგოთ უსარგებლო საქმიანობაზე.

6. კონსერვატიული და გაწონაწორებული

არ გიყვართ რისკი და ცვლილებებიც გაშინებთ. გირჩევთ, თვალი გაუსწოროთ რეალობას და მიხვდეთ, რომ გაკაფულ გზაზე სიარული კარგია, მაგრამ ზოგჯერ ბილიკიდან უნდა გადაუხვიოთ

აგრეთვე იხილეთ: