რეგისტრაცია

„22 წელი ველოდებოდი შვილს, არაერთ კლინიკას მივმართე, მაგრამ... ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი 6 თვე არა­ვის­თვის მით­ქვამს, არა­ვის სჯე­რო­და, რომ დედა გავ­ხდე­ბო­დი" - ვინ არის ქალი, რომელიც 53 წლის ასაკში დედა გახდა?

19 Jan 2024, 12:26

ქალი, რო­მე­ლიც 53 წლის ასაკ­ში დედა გახ­და, "დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლოს­თან" დე­დო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გან­ვლილ გზა­ზე ჰყვე­ბა.

"22 წელი ვე­ლო­დე­ბო­დი შვილს, მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით მინ­დო­და, რომ დედა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არა­ერთ კლი­ნი­კას მივ­მარ­თე, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თლა. ძა­ლი­ან ცუ­დად ვიყა­ვი, დეპ­რე­სი­აც მქონ­და, მაგ­რამ იმ დო­ნე­ზე მინ­დო­და შვი­ლი მყო­ლო­და, ვამ­ბობ­დი, რომ მა­ინც გა­ვა­ჩენ-მეთ­ქი.

მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ყო­ჩაღ შენ, ლია, ამ­ბობ­დი და გა­ა­კე­თეო. მინ­და, რომ ყვე­ლას ვუ­თხრა, არ და­ყა­რონ ფარ-ხმა­ლი, იბ­რძო­ლონ და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვა. ახლა 53 წლის ვარ და ერთი თვის წინ გავ­ხვდი დედა. ძა­ლი­ან მშვი­დი და ჭკვი­ა­ნი ბავ­შვია, მგო­ნია, დიდი და­ი­ბა­და.

როცა გვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, ემო­ცი­ებს ვერ ვმა­ლავ­დი. 6 თვე არა­ვის­თვის მით­ქვამს, არც მშობ­ლე­ბის­თვის. მინ­დო­და, რომ ერ­თი­ა­ნად გა­მე­ხა­რე­ბი­ნა ყვე­ლა. არა­ვის სჯე­რო­და, რომ დედა გავ­ხდე­ბო­დი, ყო­ველ­თვის აქვს ბრძო­ლას აზრი და ეს მე ჩემს მე­ობ­რებს და ახ­ლობ­ლებს ყვე­ლას და­ვა­ნა­ხე", - განაცხადა ლია ჭავჭავაძემ.

აგრეთვე იხილეთ: